დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 23 ოქტომბრის №450 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 660 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/11/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.027.017154 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 23 ოქტომბრის №450 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.10.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.22.027.016947) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული „სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულების“ (დანართი №1): ა) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკონკურსო კომისია იქმნება ტესტირების პირველი ეტაპის ჩატარების თარიღამდე 5 დღით ადრე და მისი უფლებამოსილება წყდება კონკურსის საბოლოო შედეგების დამტკიცებისთანავე. კომისიის წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“; ბ) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ტესტირების თითოეული ეტაპის შედეგები ქვეყნდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის შენობაში და სამინისტროს, პალატისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ვებგვერდებზე ტესტირების შესაბამისი ეტაპის საბოლოო შედეგების დამტკიცებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების გავლის წესის“ (დანართი №2) მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტაჟირების თეორიული კურსის დასასრულს ტესტირების, აგრეთვე სტაჟირების პრაქტიკული კურსის შუალედური და შემაჯამებელი ტესტირების ჩასატარებლად და მათი შედეგების დასამტკიცებლად იქმნება შეფასებისა და საპრეტენზიო კომისიები „სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულების“ III თავის შესაბამისად, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით. თითოეული ტესტირების შედეგებს, მათ შორის, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ამტკიცებს შეფასების კომისია და სამი სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს პალატას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების შედეგები ქვეყნდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის შენობაში და სამინისტროს, პალატისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ვებგვერდებზე შესაბამისი ტესტირების საბოლოო შედეგების დამტკიცებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები