დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების ჩასატარებლად საჭირო თანხის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვის ვადის განსაზღვრის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/2000 |
| დოკუმენტის მიმღები | ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 03/01/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 12/01/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.008.004.042 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.042
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №1/2000
2000 წლის 3 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების ჩასატარებლად საჭირო თანხის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვის ვადის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების ჩასატარებლად საჭირო თანხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვის ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2000 წლის 11 თებერვლისა.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჯუმბერ ლომინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები