დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 278 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 20/11/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/11/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017397 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. დანართი №III-08-ის (ნავთობპროდუქტების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენებას დაქვემდებარებული ნავთობპროდუქტები) ცხრილის მე-3 და მე-4 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“. 2. 78-ე მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. ცალკეულ შემთხვევებში შემოსავლების სამსახურთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, 5 ლიტრი და მეტი ტევადობის ლუდის ნაწარმზე, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 240311 000 00, 2403 19 000 00, 2403 91 000 00, 2403 99 100 00, 2403 99 900 01, 2403 99 900 02 და 3824 99 960 01 კოდებში მითითებულ საქონელზე სავალდებულო ნიშანდება შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლისგან განსხვავებული წესით.“. 3. 79-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401,2403 11 000 00, 2403 19 000 00, 2403 91 000 00 და 3824 99 960 01 კოდებში მითითებული თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 8.0 ევროს ეკვივალენტი ლარებში.“. 4. 792 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00, 2403 91 000 00 და 3824 99 960 01 კოდებში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ფონური ფერი განისაზღვრება ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად, ხოლო აქციზური მარკების შეფუთვის ფორმები განისაზღვრება ადგილობრივი დანარჩენი თამბაქოსა და ადგილობრივი მოსაწევი სითხეებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად.“. 5. 793 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მე-2 სვეტში მიეთითება – მომხმარებლის მიერ წარმოებული/იმპორტირებული საქონლის სეს ესნ-ის კოდი, „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად;“. 6. 801 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების (სეს ესნ 3824 99 960 01 კოდით) წარმოების შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ აქციზური მარკების შეძენაზე განცხადებით მიმართვისას, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია.“. 7. 812 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) უზრუნველყოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00, 2403 91 000 00, 2403 99 100 00, 2403 99 900 01, 2403 99 900 02 და 3824 99 960 01 კოდებში მითითებული საქონლისათვის მიღებული მატერიალური აქციზური მარკის მონაცემთა ბაზაში ასახვა (გააქტიურება) აქციზური მარკის მიღებისთანავე, არაუგვიენეს მიღებიდან 1 სამუშაო დღისა.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 დეკემბრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები