დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52/2020 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 13/11/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.15.008.016524 |
52/2020
13/11/2020
ვებგვერდი, 14/11/2020
010340000.15.008.016524
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 13 ნოემბრის №51/2020 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) დანართის სახით.
|
| მუხლი 2 |
ცესკოს მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის გამოყოფილი თანხები, არჩევნების პირველ ტურში აუთვისებელი ნაშთების გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ჩაირიცხოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გახსნილ საბანკო ანგარიშებზე.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ცესკოს 2020 წლის 13 ნოემბრის
№52/2020 დადგენილების დანართი |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები