„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 677
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.022398
677
12/11/2020
ვებგვერდი, 12/11/2020
010240010.10.003.022398
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №677

2020 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/02/2018, 010240010.10.003.020392) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:

1.  მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის სხდომები შეიძლება  გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით.“.

2. მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ უწყების ის თანამდებობის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტის/საკითხის მომზადებაში, მათ შორის, დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით.

4. პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით ან საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვა პირებიც, მათ შორის, დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით.“.

3. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის არანაკლებ 8 წევრისა, მათ შორის, დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 12 ნოემბრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია