დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 33260 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 09/11/2020 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016594 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12): ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ12“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ12) გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლს, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების გაცემას ბარათების რეალიზატორ პირებზე, გაცემული ბარათების აღრიცხვას და რეალიზაციის კონტროლს, ბარათების რეალიზატორი პირის მიერ დაბრუნებული დაზიანებული ბარათების ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ბარათების ექსპერტიზა-უტილიზაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მიწოდებას, ბარათების რეალიზატორი პირისათვის თანხის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენას;“; ბ) მე-10 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) გზათსარგებლობის საფასურის ბარათების ბეჭდვის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტში წარსადგენად; ბარათების რეალიზატორ პირებზე ბარათების გაცემისა და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფა, გაცემული ბარათების აღრიცხვა და რეალიზაციის კონტროლი; ბარათების რეალიზატორი პირის მიერ დაბრუნებული დაზიანებული ბარათების ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ბარათების ექსპერტიზა-უტილიზაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მიწოდების უზრუნველყოფა; ბარათების რეალიზატორი პირისათვის თანხის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენის უზურნველყოფა;“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
|
დოკუმენტის კომენტარები