დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 197/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 10/11/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016517 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 19/12/2019; 220090000.18.011.016422) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხა: ა) ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა; ბ) ალბანეთის რესპუბლიკა; გ) ბარბადოსი; დ) ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობა; ე) ბოტსვანის რესპუბლიკა; ვ) განას რესპუბლიკა; ზ) გიბრალტარი; თ) დომინიკის თანამეგობრობა; ი) ერაყის რესპუბლიკა; კ) ვანუატუს რესპუბლიკა; ლ) ზიმბამბვეს რესპუბლიკა; მ) თერქს-ქაიქოსის კუნძულები; ნ) იამაიკა; ო) იემენის რესპუბლიკა; პ) ირანის ისლამური რესპუბლიკა; ჟ) კაიმანის კუნძულები; რ) კამბოჯის სამეფო; ს) კოლუმბიის რესპუბლიკა; ტ) კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა; უ) მავრიკის რესპუბლიკა; ფ) მიანმარის კავშირის რესპუბლიკა; ქ) ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა; ღ) ნიკარაგუის რესპუბლიკა; ყ) პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა; შ) პანამის რესპუბლიკა; ჩ) სეიშელის რესპუბლიკა; ც) სენტ-ვინსენტი და გრენადინები; ძ) სირიის არაბთა რესპუბლიკა; წ) ტაჯიკეთის რესპუბლიკა; ჭ) უგანდის რესპუბლიკა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები