„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 158
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.034.017086
158
09/11/2020
ვებგვერდი, 10/11/2020
010320040.22.034.017086
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №158

2020 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2019, 010320040.22.034.016924) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტაჟირება წარმატებით გავლილად ჩაითვლება, თუ სტაჟიორი დააგროვებს ამ წესით (დანართი №1) განსაზღვრული შეფასებიდან არანაკლებ 16 ქულას. ამ შემთხვევაში სტაჟიორს გადაეცემა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

3. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა დანართი №3-ის შესაბამისად, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − ამავე დანაყოფების ხელმძღვანელების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

4. სტაჟიორს მისივე მოთხოვნის საფუძველზე გადაეცემა ცნობა სტაჟირების გავლის შესახებ.

5. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების გათვალისწინებით, სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, თუ სტაჟიორი აკმაყოფილებს დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, იგი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ დახურულ კონკურსში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური