„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 668
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.022388
668
06/11/2020
ვებგვერდი, 09/11/2020
010220020.10.003.022388
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №668

2020 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2011, 010220020.10.003.016396) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით: 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე; 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − კომისიის წევრი; 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − კომისიის წევრი; 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის  მოადგილე − კომისიის წევრი; 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს   ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი; 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; 

სსიპშემოსავლების სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი; 

სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი; 

სსიპ  საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე −  კომისიის წევრი; 

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი  ეკონომიკისა  და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე − კომისიის წევრი;

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე − კომისიის  წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია