დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 667 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/11/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.10.003.022387 |
|
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/06/2014, 010340000.10.003.018030) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (გარდა აღნიშნული სასამართლოების აპარატებისა), საქართველოს პროკურატურაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის, თავდაცვის ძალებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურში, საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სამხედრო სამსახურში, დიპლომატიურ სამსახურში, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, სსიპ − საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრში, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სტაჟირების გავლის საკითხებზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები