„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 664
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.022384
664
06/11/2020
ვებგვერდი, 09/11/2020
010220020.10.003.022384
„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №664 

2020 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/03/2015, 010220020.10.003.018495) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „დანართი №1

 

სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა

 

ნანა ზამთარაძე – კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

მერაბ ჩალათაშვილი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის უფროსი;

ქეთევან ლომიძე – კომისიის მდივანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული  პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის გეოლოგიური ფონდების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

ირაკლი ნადარეიშვილი – კომისიის წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

შორენა იოსებიძე – კომისიის წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი;  

გოჩა ფირცხელიანი – კომისიის წევრი,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების   სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის უფროსი;

ნანა ზაუტაშვილი – კომისიის წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს მინერალური რესურსების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

მერაბ გაფრინდაშვილი – კომისიის წევრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი;

დავით ლომიტაშვილი – კომისიის წევრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე;

ნიკა ბოჭორიშვილი – კომისიის წევრი, სსიპ – გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის საბადოთა დამუშავების ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, სამთო ინჟინერი, დოქტორი;

არჩილ მაღალაშვილი – კომისიის წევრი, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო და გეომეცნიერებების დეპარტამენტის დირექტორი, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, ასოციირებული პროფესორი;

ოთარ მაჭავარიანი – კომისიის წევრი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

ნინო ჩიქოვანი – კომისიის წევრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

კარლო ამირგულაშვილი – კომისიის წევრი, საქართველოს  გარემოს  დაცვისა  და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი;

ვახტანგ ცინცაძე – კომისიის წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი;

ნოდარ ფოფორაძე – კომისიის წევრი, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი;

დავით ბლუაშვილი – კომისიის წევრი, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ასოციირებული პროფესორი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია