„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 4 სექტემბერის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 4 სექტემბერის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/11/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.129.016361
21
06/11/2020
ვებგვერდი, 09/11/2020
010250050.35.129.016361
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 4 სექტემბერის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №21

2020 წლის 6 ნოემბერი

ქ. ჭიათურა

 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 4 სექტემბერის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 04 სექტემბრის №17 დადგენილებაში (სსმ, 08/09/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.129.016357) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) ამოღებულ იქნას დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი;

ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის“ მე-3 მუხლს დაემატოს მე-51 პუნქტი  და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურების შემრჩევი კომისიის მიერ კანდიდატების შერჩევის შემდგომ, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები წერილობით წარმოადგენენ კანდიდატის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ორ ფოტოსურათს და წერილობით თანხმობას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი