დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 მარტის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/11/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.134.016318 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 მარტის №4 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.134.016191.17/03/2016). შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართს დაემატოს „მუხლი 31“ შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის საქმიანობისათვის სპორტის დარგში (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სექცია R, განყოფილება 93, ჯგუფი 93.1-ის კლასი 93.11, 93.12 პუნქტებით განსაზღვრული სპორტული ობიექტები (ღია, დახურული ან გადახურული, დასასხდომი ადგილებით ან მათ გარეშე), რომლებიც გამოიყენება პროფესიონალი ან/და დამწყები სპორტსმენების მოსამზადებლად, სავარჯიშოდ ან/და სპორტული ღონისძიებების, შეჯიბრებების ჩასატარებელად, გარდა 93.13 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და მათ მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 0,01%-ის ოდენობით. (შენიშვნა: საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის დოკუმენტის ხილვა შესაძლებელია ბმულზე: https://napr.gov.ge/source/ekonomikur%20saqmianobata%20reestri/NACE_Rev_2.pdf)“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართს დაემატოს „მუხლი 9“ შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, რომელზეც განთავსებულია სპორტული ობიექტები (ღია, დახურული ან გადახურული, დასასხდომი ადგილებით ან მათ გარეშე), რომლებიც გამოიყენება პროფესიონალი ან/და დამწყები სპორტსმენების მოსამზადებლად, სავარჯიშოდ ან/და სპორტული ღონისძიებების, შეჯიბრებების ჩასატარებელად, გარდა ფიტნესის და ბოდი-ბილდინგის ობიექტებისა და ტერიტორიული ზონირება იძლევა საშუალებას გამოიყოს ასეთი სპორტული ობიქტების ინტენსიური განთავსების ზონები/ტერიტორიები) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს გადასახადის საბაზისო განაკვეთის (0.24 ლარი) გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტზე, რომელიც არის 0.01. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი 1მ2 განისაზღვროს: 0.01 X 0.24 = 0.024 ლარის ოდენობით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები