„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №92 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 15/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016845
103
10/11/2020
ვებგვერდი, 12/11/2020
120340000.22.026.016845
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №92 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №103

2020 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №92 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №92 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016834) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს 151 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 151. ევროკავშირში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები);

ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები);

გ) ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, პროექტების მენეჯმენტის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობები);

დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორია, ფილოსოფიის სპეციალობები, ენები).

2. სამუშაო გამოცდილება - 1 წელი.  

3. შემდეგი კანონმდებლობისა ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ეროვნულ უსაფთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების ზოგადი ცოდნა.

5. თავდაცვის სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატებისა და მექანიზმების  შესახებ ზოგადი ცოდნა.  

6. ინგლისური ენის ცოდნა – C1 დონე, სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი).

7. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი