„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის №271 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის №271 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 156
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 020090000.22.034.017084
156
05/11/2020
ვებგვერდი, 06/11/2020
020090000.22.034.017084
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის №271 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის №271 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №156

2020 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის №271 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის №271 ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“.

მუხლი 2
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის №271 ბრძანებით (სსმ, 33, 14/03/2006) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

1. ეს ინსტრუქცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის შესაბამისად, აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომ – სამინისტრო) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან აღრიცხვის წესს მათი გამოვლენის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის და საქმეზე დადგენილების გამოტანის სტადიიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრისათვის (სამმართველო) (შემდგომ – საინფორმაციო ცენტრი) მიწოდებისთანავე, აგრეთვე ინფორმაციის დამუშავებას და სააღრიცხვო-ანალიტიკურ საქმიანობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შემდგენი და/ან საქმის განმხილველი ორგანოები.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის, მონაცემების ცენტრალიზების, ავტომატიზაციის და ერთიან სისტემაში მოყვანის მიზნით, სამინისტროში შექმნილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკი (შემდგომ – ერთიანი საინფორმაციო ბანკი). ერთიან საინფორმაციო ბანკში თავმოყრილი მონაცემები, გარდა შესაბამისი სახდელის შეფარდების მიზნებისა, მუშავდება ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის, პოლიციის პრევენციული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის, ადამიანური რესურსების მართვის, სარეგისტრაციო/სანებართვო საქმიანობის განხორციელებისა და სხვა ლეგიტიმური მიზნების უზრუნველსაყოფად.“.

3. მე-3 - მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

საინფორმაციო ცენტრი სააღრიცხვო-ანალიტიკურ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ ინსტრუქციით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 4

ერთიან საინფორმაციო ბანკში აღრიცხვას ექვემდებარება ყველა სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით.“.

4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთიან საინფორმაციო ბანკში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებისა და აღრიცხვის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შემდგენი და/ან საქმის განმხილველი ორგანოები ვალდებულნი არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მონაცემები მიაწოდონ საინფორმაციო ცენტრს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში.“.

5. მე-6 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „კანონი, მუხლი“ მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ან საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტის დასახელება და შესაბამისი მუხლი (მუხლები), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული სამართალდარღვევისათვის.“;

ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „გაგზავნის თარიღი“ მიეთითება შეტყობინების საინფორმაციო ცენტრში გაგზავნის თარიღი.“.

6. მე-7 - მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველი ორგანო საქმეზე დადგენილების გამოტანისთანავე ავსებს „საქმის განმხილველ ორგანოში გადაგზავნილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოტანილ დადგენილებათა ნუსხას“ (დანართი №13), რომელსაც დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აგზავნის საინფორმაციო ცენტრში.

მუხლი 8

1. განმეორებით ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი ორგანო (სამსახური) ვალდებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დამრღვევი პირის მიმართ გადაწყვეტილების მიღებამდე გადაამოწმოს ამ პირზე მონაცემები საინფორმაციო ცენტრში არსებულ ერთიან საინფორმაციო ბანკში, რაც ხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შემოწმებისათვის სპეციალურად შემუშავებული „მოთხოვნის“ ბარათით (დანართი №14) ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, ხოლო თუ შეკითხვაზე მიღებული პასუხი დაკავშირებულია სამართალდამრღვევის მიმართ უფრო მკაცრი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებასთან, უნდა შეივსოს „მოთხოვნის“ ბარათი და გაიგზავნოს საინფორმაციო ცენტრში.

2. ტელეფონით ინფორმაციის მიღებისას დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს მიღებული საამისო უფლება, რაც გამოიხატება მისთვის დაშვების კოდისა და პაროლის მინიჭებით. აღნიშნულის მიღება ხდება საინფორმაციო ცენტრში კვარტალში ერთხელ დანაყოფის ან სამსახურის უფროსის მიერ თანამშრომელთა სიის წარდგენით.“.

7. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გრაფაში „შემოწმების შედეგი“ მიეთითება შესამოწმებელ პირზე წლის განმავლობაში გამოვლენილი ყველა სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. აგრეთვე პირთან დაკავშირებული ის მონაცემები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საქმის განმხილველი ორგანოს მიერ დამრღვევის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. დამატებითი ინფორმაციის მოძიება ხორციელდება რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო ოპერატიული კრებსის მონაცემებში. თუ შესამოწმებელი პირის ან ორგანიზაციის (ფირმის) მიმართ საინფორმაციო ცენტრს არ გააჩნია შეკითხვის ინიციატორისათვის საინტერესო ინფორმაცია, შემოწმების შედეგისათვის განკუთვნილ ადგილას დაისმება სპეციალური ოვალური ფორმის შტამპი (დანართი №15) წარწერით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საინფორმაციო ბანკში არ ირიცხება“; “.

8. მე-10-მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10

საინფორმაციო ცენტრში შემოსული შეტყობინების ბარათებიდან მონაცემების საინფორმაციო ბანკში შეტანის პროცესში გამოვლენილ იმ განმეორებით სამართალდარღვევებზე, რომლებიც იწვევენ სამართალდამრღვევის მიმართ გამოსაყენებელი პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას, ბარათის შევსების ხარვეზებზე ან რაიმე სახის უზუსტობებზე შესაბამისი უფლებამოსილი პირი ადგენს წერილს, სადაც მიუთითებს ყველა გარემოების შესახებ. თუ ბარათები შევსებულია კორექტულად, ხარვეზების გარეშე და წერილში ჩამოთვლილია მხოლოდ წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით ჩამდენი პირები, წერილის მარჯვენა ზედა კუთხეში დაისმება შტამპი წარწერით „აყვანილია აღრიცხვაზე“, ხოლო შენიშვნების არსებობის შემთხვევაში – წარწერით „აყვანილია კონტროლზე“. ამ უკანასკნელ შემთხვევაში წერილის ადრესატი ვალდებულია გადაამოწმოს მითითებული შენიშვნები და უმოკლეს ვადაში დაზუსტებული ინფორმაცია წერილობითვე აცნობოს საინფორმაციო ცენტრს.

მუხლი 11

საინფორმაციო ცენტრიდან მიღებული პასუხის საფუძველზე შემოწმების ინიციატორი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამრღვევ პირზე მასალები იგზავნება სასამართლოში ან საქმის განმხილველ სხვა ორგანოში, იგი ვალდებულია ამ მასალებს თან დაურთოს საინფორმაციო ცენტრიდან მიღებული პასუხი – შემოწმების შედეგი.

მუხლი 12

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული ორგანო (უფლებამოსილი პირი), რომელმაც გამოავლინა სამართალდარღვევა, მასალების სასამართლოში ან საქმის განმხილველ სხვა ორგანოში გადაგზავნისას საინფორმაციო ცენტრში აგზავნის შეტყობინებას, რომელშიც მიღებული გადაწყვეტილების პუნქტში მიეთითება ფრაზა „გადაიგზავნა სასამართლოში“, ხოლო გრაფაში „გადაწყვეტილების მიღების თარიღი“ – მიეთითება მასალების გადაგზავნის თარიღი.

მუხლი 13

საინფორმაციო ცენტრი სატელეფონო ხაზით მიღებულ შეკითხვაზე გასცემს პასუხს იმავე დღეს, ხოლო მოთხოვნის ბარათზე და ელექტრონული ფოსტით მოსულ შეკითხვაზე პასუხს გასცემს შეკითხვის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. ელექტრონული ფოსტის მომხმარებლებმა წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რაც გულისხმობს ამ სახით ინფორმაციის მიღების სურვილზე წერილობითი განაცხადის გაგზავნას საინფორმაციო ცენტრის უფროსის სახელზე. წერილში მითითებულ უნდა იქნეს აბონენტის ელექტრონული ფოსტის მისამართი.“.

9. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ საინფორმაციო ცენტრში შემოსული შეტყობინებებიდან ინფორმაცია გროვდება ელექტრონულ ფორმატში (კომპიუტერული ბაზის სახით), რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთიანი საინფორმაციო ბანკი გამოყენებულ იქნეს არამარტო სააღრიცხვო, არამედ სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობისათვის.“.

10. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში ელექტრონულ ფორმატში ჩანაწერების შენახვის ვადები განისაზღვრება:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451, 55-ე, 86-ე, 893, 1001,1002, 116-ე, 1161, 1163, 121-ე, 1211, 123-ე, 150-ე, 1533, 1536, 1552, 156-ე, 157-ე, 166-ე, 1661, 167-ე, 171-ე, 1713, 172-ე, 173-ე, 17315, 1741, 17415, 1752, 177-ე, 1771, 178-ე, 180-ე, 181-ე, 1811, 1812, 182-ე, 183-ე, 1821, 1971, 1972, 1973 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები აქტიური სახით ინახება 8 წლის განმავლობაში, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის რომელიმე უფლების 8 წელზე მეტი ვადით შეჩერების/ჩამორთმევის შემთხვევაში – უფლების შეჩერების/ჩამორთმევის ვადით. აღნიშნული ვადების გასვლის შემდგომ მონაცემები დაარქივებული სახით ინახება 20 წლის ვადით;

ბ) გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართალდარღვევებისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული ყველა სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, აქტიური სახით ინახება 4 წლის განმავლობაში, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის რომელიმე უფლების 4 წელზე მეტი ვადით შეჩერების/ჩამორთმევის შემთხვევაში – უფლების შეჩერების/ჩამორთმევის ვადით. აღნიშნული ვადების გასვლის შემდგომ მონაცემები დაარქივებული სახით ინახება მინიმუმ 10 წლის ვადით. ამასთან, აღნიშნული მონაცემების დაარქივებული სახით შენახვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 წელს;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები ინახება დეპერსონალიზებული ფორმით.

11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაარქივებული სახით შენახვის 10-წლიანი მინიმალური ვადის გასვლის შემდეგ მონაცემთა სუბიექტი/მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია სამინისტროს მიმართოს აღნიშნული მონაცემის დეპერსონალიზაციის მოთხოვნით, რასაც აკმაყოფილებს სამინისტრო. აღნიშნული მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში მონაცემები დაარქივებული სახით ინახება 20 წლის ვადით.

2. შეტყობინების ბარათი საინფორმაციო ცენტრში შემოსვლის და ელექტრონულ ფორმატში გადატანის შემდეგ თავსდება კარტოთეკაში, სადაც ინახება ერთი წლის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ ბარათი ამოღებულ უნდა იქნეს კარტოთეკიდან და გადატანილ იქნეს საინფორმაციო ცენტრის საარქივო ინფორმაციის საცავში, სადაც ინახება ერთი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც იგი ნადგურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

11. დანართი №1 - №14 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური