დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების, პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისთვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის №89 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 154 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/11/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017082 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების, პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისთვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის №89 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების, პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისთვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის №89 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/06/2020, 140130000.22.034.017020) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გამოსცეს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ან საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ხორციელდება ამ ბრძანებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით.“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს სამმართველოს უფროსი. 2. ოქმი და მასზე თანდართული მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს, განსახილველად დაუყონებლივ წარედგინება სამმართველოს უფროსს. 3. სამმართველოს უფროსი უზრუნველყოფს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამორკვევას და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცემს ერთ-ერთ შემდეგ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს: ა) დადგენილებას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (წესის დანართი №2); ბ) დადგენილებას საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ (წესის დანართი №3). 4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორი ან ორზე მეტი მოთხოვნის დარღვევის არსებობისას ოქმი და შესაბამისი დადგენილება უნდა შედგეს/გამოიცეს თითოეული დარღვევისათვის ცალ-ცალკე. 5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაბამისი დადგენილება გამოიცემა ოქმის შედგენიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული დადგენილება უნდა იყოს დასაბუთებული. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაინტერესებული პირისთვის ოფიციალურად გაცნობა ხდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.“. 3. მე-5 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილ ვადაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა, იწვევს ჯარიმის ოდენობის გასამმაგებას, რაზეც დგება შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც გამოიცემა შესაბამისი დადგენილება.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსი ამოწერს და აღსასრულებლად წარადგენს სააღსრულებო ფურცელს (წესის დანართი №4) „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6 წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგენილება 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (სამმართველო) მონაცემთა ბაზაში. აღნიშნულ პროგრამაზე წვდომა ხორციელდება ერთჯერადი რიცხვითი პაროლის გენერირების მეშვეობით.“. 5. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. 6. დანართი №2-ის შემდეგ დაემატოს თანდართული სახის წესის დანართი №3 და წესის დანართი №4. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა ხორციელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ № „__“ __________________ 20__ წელი _______________________________ დადგენილების გამოცემის ადგილი 1. ____________________________________________________________________________ საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს სახელწოდება 2. ____________________________________________________________________________ საქმის განმხილველი მოსამსახურის სახელი, გვარი და თანამდებობა 3. ____________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე დაცვითი ორგანიზაციის ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელწოდება და იურიდიული მისამართი/ შემოწმებული დაცვითი ორგანიზაციის ლიცენზიის ნომერი ან/და იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი (თუ დარღვევა ჩადენილია დაცვითი ორგანიზაციის ან იურიდიული პირის მიერ)/ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და პირადი № ან პასპორტის ნომერი (თუ დარღვევა ჩადენილია ფიზიკური პირის მიერ) 4. _______________________________ დარღვევის ჩადენის თარიღი
5. განსახილველი საქმის არსი: ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ 6. დადგენილების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი: ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ დავადგინე: 1.___________________________________________________ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად. დამრღვევი პირის სახელი და გვარი/სახელწოდება 2. სამართალდამრღვევის მიმართ სახდელის სახედ გამოყენებულ იქნეს ჯარიმა _____________________ ლარის ოდენობით „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის _______________________ შესაბამისად. (მუხლი, პუნქტი)
3. სამართალდამრღვევი ვალდებულია აღნიშნული დადგენილების ოფიციალურად გაცნობიდან არაუგვიანეს _______________________________ უზრუნველყოს სამართალდარღვევის გამოსწორება. (დროის მონაკვეთის მითითება) 4. სამართალდამრღვევი ვალდებულია ერთი თვის ვადაში გადაიხადოს ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა. აღნიშნული ვადა აითვლება დადგენილების ოფიციალური წესით გაცნობის მომენტიდან. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის აღსრულება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 5. სამართალდამრღვევმა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარმოადგინოს ამ დადგენილების მეოთხე პუნქტში აღნიშნული ერთთვიანი ვადის გასვლამდე. 6. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საბანკო დაწესებულების მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგ ანგარიშზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი – 302003270; მიმღები: სახელმწიფო ხაზინა – TRESGE22. 7. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორთან (მისამართი: ქ. თბილისი, ლისის ქუჩა № 1ა). _______________________________ თანამდებობის პირის ხელმოწერა დადგენილება ჩავიბარე: ____________________________ დადგენილების მე-2 გვერდი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევმა ჯარიმა ნებაყოფლობით უნდა გადაიხადოს დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ჯარიმის დაკისრებიდან ერთი თვის ვადაში აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის იძულებითი წესით გადახდევინება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ვადაში სამართალდამრღვევის მიერ დარღვევის გამოუსწორებლობა გამოიწვევს იმავე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის გასამმაგებას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება საჩივრდება მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორთან (მისამართი: ქ. თბილისი, ლისის ქუჩა № 1ა).
დანართი №3 დადგენილება საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ №
„__“ __________________ 20__ წელი __________________________________ დადგენილების გამოცემის ადგილი 1. ____________________________________________________________________________ საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს სახელწოდება 2. ____________________________________________________________________________ საქმის განმხილველი მოსამსახურის სახელი, გვარი და თანამდებობა 3. ____________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე (დაცვითი ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის სახელწოდება/სახელი, გვარი და იურიდიული მისამართი/შემოწმებული დაცვითი ორგანიზაციის ლიცენზიის ნომერი ან/და იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი (თუ დარღვევა ჩადენილია დაცვითი ორგანიზაციის მიერ)/ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და პირადი № ან პასპორტის ნომერი (თუ დარღვევა ჩადენილია ფიზიკური პირის მიერ)) 4. ________________________________ ოქმის შედგენის თარიღი
5. განსახილველი საქმის არსი: ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ 6. დადგენილების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი: ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ დავადგინე: 1. შეწყდეს __________________________________________ (დაინტერესებული პირის სახელი და გვარი/სახელწოდება) მიმართ №__________________ (სამართალდარღვევის ოქმის №) სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________ გამო. (საქმისწარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი) 2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორთან (მისამართი: ქ. თბილისი, ლისის ქუჩა № 1ა). _________________________________ თანამდებობის პირის ხელმოწერა
დანართი №4 საჯარო სამართლის იურიდიული პირი _____________________________________________ სააღსრულებო ფურცელი № ______________________________________________________________________________ (სააღსრულებო ფურცლის გამცემი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი) ______________________________________________________________________________ (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დადგენილების) №, შედგენის თარიღი, რომლის აღსასრულებლად გაცემულია სააღსრულებო ფურცელი) ______________________________________________________________________________ (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დადგენილების) კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი) ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დადგენილების) სარეზოლუციო ნაწილი) კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები: _________________________________________ მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: ______________________________________________________________________________ (მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: _____________________________________ უფლებამოსილი პირი: _____________________________ ბ.ა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები