სს „გრინ დაზღვევა საქართველო“-ზე სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

სს „გრინ დაზღვევა საქართველო“-ზე სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05/4-ლ
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 02/11/2020
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2020
სარეგისტრაციო კოდი
05/4-ლ
02/11/2020
ვებგვერდი, 06/11/2020
სს „გრინ დაზღვევა საქართველო“-ზე სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

 

 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის

უფროსის ბრძანება №05/4-ლ

2020 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

სს „გრინ დაზღვევა საქართველოზე“ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 29-ე პუნქტის, ამავე კანონის მე-13, მე-14 და 36-ე მუხლების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის, „სადაზღვევო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ  – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 09 თებერვლის01 ბრძანების, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. გაიცეს სს „გრინ დაზღვევა საქართველოზე“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 404990435) სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია.

2. გაიცეს სს „გრინ დაზღვევა საქართველოზე“ სიცოცხლის დაზღვევის სალიცენზიო მოწმობა.

3. ინფორმაცია სს „გრინ დაზღვევა საქართველოზე“ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის გაცემის თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. სს „გრინ დაზღვევა საქართველოზე“ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები შეტანილ იქნას მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                       დავით ონოფრიშვილი