„პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 660
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022380
660
03/11/2020
ვებგვერდი, 03/11/2020
470230000.10.003.022380
„პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №660

2020 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/06/2020, 470230000.10.003.022082) და დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი განსაზღვრავს პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან/და დახურულ საჯარო სივრცეში, აგრეთვე პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის, მეტროპოლიტენით) და ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესსა და პირობებს.“.

2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია