დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 267 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 04/11/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017388 |
267
04/11/2020
ვებგვერდი, 05/11/2020
200090000.22.033.017388
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 78-ე მუხლის 72 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„72. სატრანსპორტო საშუალებაზე სტაციონარულად დამაგრებული მრავალჯერადი გამოყენების ლუდის გადასაზიდ ჭურჭელზე ან/და წარმოების ადგილზე სტაციონარულად დამაგრებული მრავალჯერადი გამოყენების ლუდის იმ ჭურჭელზე, საიდანაც ხორციელდება ჩამოსასხმელი ლუდის მხოლოდ საცალო მიწოდება, სავალდებულო ნიშანდება უნდა მოხდეს შერჩეული პირის მიერ გაცემული მატერიალური ფორმის აქციზური მარკით, რომელიც, შესაბამისი ჭურჭლის ყოველი შევსებისთანავე, დაიტანება ამავე ჭურჭლის თვალსაჩინო ადგილზე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები