დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 02/11/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016129 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებით (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016001) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში –საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში (შემდგომში – ცენტრი);“. 2. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ ამ წესით ან სამსახურის უფროსის სხვა სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“. 3. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 43. თანამდებობიდან გათავისუფლება/დათხოვნა შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის ან სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო 1. მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის ან სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ ამ წესით ან სამსახურის უფროსის სხვა სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც წარმატებით ვერ გაივლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამას ან სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსს, უარყოფითი შედეგების დადგომიდან არა უგვიანეს 30 დღის ვადაში პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში. აღნიშნული პირი შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან, თუ ის უარს იტყვის პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე კადრების განკარგულებაში აყვანაზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები