დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-1820/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 26/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
|
საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (V თავი, 22-ე მუხლი, მე-7 პუნქტი, „ბ“ ქვეპუნქტი) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „ფასანაური-03“-ზე (ს/ნ 229326805, ფაქტიური მისამართი:დუშეთის რაიონი, დაბა ფასანაური, კოსტავას ქუჩა №9) გაცემული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია – №001985 , ბრძანება №65/ო, 27.01.2011წ. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. საფუძველი: სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, სალიცენზიო და სანებართვო პირობების დაცვის კონტროლის ჯგუფის უფროსის, ტ. კაშიას მოხსენებითი ბარათი №02-2755 25.08.2020; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება NB14039778 10.04.2014წ.
დირექტორი ზაალ კაპანაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები