სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-1609/ო
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 28/09/2020
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/11/2020
სარეგისტრაციო კოდი
02-1609/ო
28/09/2020
ვებგვერდი, 02/11/2020
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთაშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება № 02-1609/ო

2020 წლის 28 სექტემბერი

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ემუხლის, მე-6 პუნქტისა და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, :

1. ძალადაკარგულად   გამოცხადდეს  ა(ა) იპ  „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრზე“ (მისამართი:  ქ. ახმეტა, ვაჟა-ფშაველას შესახვევი №1)  გაცემული „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია“ – სალიცენზიო მოწმობა № 000016,  ბრძანება №02-1058/ო,  05.07.2012 წ.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის  ხეივანი №64).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ა(ა)იპ „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ დირექტორის ნ. ქარჩაიძის განცხადება №40644, 17.09.2020 წ.


დირექტორი                                                                                                ზაალ კაპანაძე.