„კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 192/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016515
192/04
30/10/2020
ვებგვერდი, 02/11/2020
220010000.18.011.016515
„კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №192/04

2020 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 22/11/2019; ს/კ: 220010000.18.011.016419) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. 2022 წლის პირველი იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №49/04 ბრძანება.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბანკი ვალდებულია 2022 წლის პირველ იანვრამდე შექმნილი რისკის პოზიციები, რომელიც არღვევს ამ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს,  დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებთან და შეზღუდვებთან შესაბამისობაში მოიყვანოს არაუგვიანეს 2022 წლის პირველი ივნისისა. ამასთან:

ა) 2022 წლის 31 იანვრამდე ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით შესაბამისობაში მოსასვლელი სამოქმედო გეგმა;

ბ) 2022 წლის პირველ ივნისამდე პერიოდში იმოქმედოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე