,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 27/03/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 25/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
59
24/03/2009
სსმ, 38, 27/03/2009
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №59

2009 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის №44 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №29, მუხლი 274) დამტკიცებულ ,,საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დაქირავებული პირი ვალდებულია ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს 2005 წლის   1 იანვრის შემდეგ მიღებული შემოსავლებისათვის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. ამასთან, დაქირავებული პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ორგანიზაციის ბლანკზე გაცემული ოფიციალური საბუთის ორიგინალი, რომელიც შეიცავს სათანადო აღნიშვნას პირისათვის გაცემული ანაზღაურების ოდენობის მითითებით – ,,ხელფასი“ ან ,,მომსახურების კომპენსაცია“. აღნიშნულის გარდა საბუთი უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას, ორგანიზაციის ბეჭედს (არსებობის შემთხვევაში), დაქირავებული ან მომსახურების მიმწოდებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს პირადობის მოწმობის მიხედვით.“.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაქირავებული პირი საგადასახადო აღრიცხვაზე ასაყვანად საგადასახადო ორგანოში წარადგენს ორგანიზაციის ბლანკზე გაცემული ოფიციალური საბუთის ორიგინალს, რომელიც შეიცავს სათანადო აღნიშვნას პირის მითითებით – ,,დაქირავებულია“. აღნიშნულის გარდა საბუთი უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას, ორგანიზაციის ბეჭედს (არსებობის შემთხვევაში), დაქირავებული პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს პირადობის მოწმობის მიხედვით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური