„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივნისის №01-129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივნისის №01-129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01–192
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016218
01–192
28/10/2020
ვებგვერდი, 30/10/2020
010240030.22.030.016218
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივნისის №01-129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-192

2020 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 ივნისის №01-129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  2018 წლის 6 ივნისის №01-129 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 07/06/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.030.016178) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლის 2  დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, საზოგადოების ფართო წრეების ინფორმირების მიზნით, საკომუნიკაციო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება;

ბ) ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი;

გ) საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე დეზინფორმაციის მონიტორინგი და ანალიზი;

დ) საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მიღწევების შესახებ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის პოზიტიური/საიმიჯო ხასიათის ინფორმაციების მიწოდება რეგულარულად, ვებგვერდებსა და სოციალურ მედიაში გამოქვეყნების მიზნით; 

ე) სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის (შემდგომში – დირექტორატი) ციფრულ გუნდთან ერთად, ციფრული კომუნიკაციის განვითარება – სამინისტროს სოციალური პლატფორმებისთვის შინაარსობრივი/ვიზუალური მასალის მომზადებაში მონაწილეობა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა;

ვ) დირექტორატის ციფრულ გუნდთან ერთად საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების სოციალური ქსელების ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით მათ განვითარებაზე ზრუნვა, შინაარსის ფორმირების ხელშეწყობა და მათი ვებგვერდებისა და  სოციალური ქსელების მონიტორინგი;

ზ) სამინისტროს შიდა საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელება და სამინისტროს პოზიტიური იმიჯის ფორმირების პროცესში თანამშრომელთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა;

თ) საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, სამინისტროს საქმიანობაზე საჯარო გზავნილების მომზადება/დამუშავება;  

ი) საქართველოში აკრედიტებულ უცხოურ მედიასთან თანამშრომლობის განვითარება, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელშეწყობა ადგილსამყოფელ ქვეყანაში მედიასთან ეფექტიანი თანამშრომლობის განვითარების მიზნით;

კ) ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენის მომზადება და გავრცელება;

ლ) სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების ხელშეწყობა. კომპეტენციის ფარგლებში, სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და სხვა უწყებების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის (შემდგომში – გენერალური დირექტორი) წინაშე.“;

გ) მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და  განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას და გენერალურ დირექტორს;

ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და გენერალური დირექტორის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;“;

დ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ას­რუ­ლებს მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და გენერალური დირექტორის ცალკე­ულ დავალე­ბებს.“;

ე) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მინისტრის,  კურატორი მინისტრის მოადგილის, გენერალური დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს;“;

ვ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, გენერალური დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.“;

ზ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით, გენერალურ დირექტორთან შეთანხმებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.“.

2. ეს  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი