დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის N01-110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01–191 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 150140000.22.030.016217 |
|
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №01-110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №01-110 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 13/06/2016, სარეგისტრაციო კოდი: 150140000.22.030.016145) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების: |
ა)
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს საქმიანობის შესახებ ყოველდღიური საინფორმაციო მასალების მომზადება და ინფორმაციის გაშუქება (სამინისტროს საინფორმაციო არხებზე განთავსება/მედიაში გავრცელება); ბ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეების აქტივობების შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება, სამინისტროს ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში განთავსება/მედიაში გავრცელება; გ) სამინისტროს ვებგვერდის ყოველდღიური მართვა/განვითარება; დ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შინაარსობრივი/ტექნიკური/ვიზუალური უზრუნველყოფა და ორგანიზება, შესაბამისი დეპარტამენტების ჩართულობით; ე) მედიისთვის საჭირო საინფორმაციო პროდუქტების მომზადება და მიწოდება, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ჩართულობით; ვ) მედიასთან სამინისტროს წარმომადგენელთა (მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილეები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები) კომუნიკაციის დაგეგმვა და განხორციელება; ზ) მედიის მხრიდან შემოსულ ოპერატიულ შეკითხვებზე პასუხების უზრუნველყოფა, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინაციით; თ) სამინისტროდან გასული საინფორმაციო მასალების, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ საკითხებსა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციების ყოველდღიური მონიტორინგის უზრუნველყოფა; ი) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ მედიაში ინფორმაციის გავრცელება და განთავსება; კ) საქართველოში მოქმედ ინგლისურენოვან გამოცემებში სამინისტროს საქმიანობს შესახებ ინფორმაციის გავრცელება; ლ) სოციალური ქსელების (Facebook, Twitter) ყოველდღიური მართვა.“; |
ბ)
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის (შემდგომში – გენერალური დირექტორი) წინაშე.“;
|
გ)
მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან და გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურების შესახებ;“; |
დ)
მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და კურატორ მინისტრის მოადგილესთან და გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით განსახილველად წარუდგენს მინისტრს; ი) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და გენერალური დირექტორის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;’’;
|
ე)
მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და გენერალური დირექტორის ცალკეულ დავალებებს.“; |
ვ)
მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, გენერალური დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს; დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, გენერალური დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე;“;
|
ზ)
მე-3 მუხლის მე- 6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით, გენერალურ დირექტორთან შეთანხმებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.“.
|
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები