დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინვესტიციების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 22 ნოემბრის N27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 22/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016404 |
|
„ინვესტიციების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 22 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
|
„ინვესტიციების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 22 ნოემბრის №27 დადგენილების დანართი №2-ით დამტკიცებულ „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესში“ (სსმ, ვებგვერდი, 29.11.2019, 300280000.16.009.016322) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „1. ინვესტიციების შეფასების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატების მიერ საინვესტიციო გეგმებისა და მათი შემადგენელი საინვესტიციო პროექტების შემუშავების, წარდგენის, შეფასების, შეთანხმების, მონიტორინგისა და მათში ცვლილებების შეტანის ძირითად პრინციპებსა და კრიტერიუმებს. 2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება წყალმომარაგების ლიცენზიატებზე.“. 2. მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „3. გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმა – გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საკვანძო მაჩვენებლების არსებული მდგომარეობიდან სამიზნე მაჩვენებლებამდე მიღწევას და მისი განხორციელების ვადა აღემატება 3 წელს. 4. მოკლევადიანი საინვესტიციო გეგმა – საინვესტიციო პროექტების ერთობლიობა, რომლის განხორციელების ვადა არ აღემატება 3-წლიან პერიოდს და უზრუნველყოფს გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმით დასახული მიზნების შესრულებას ან/და რომლის განხორციელებაც აუცილებელია საწარმოს გამართული ფუნქციონირებისათვის.“. 3. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „1. ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 ივნისისა, ლიცენზიანტი კომისიას წარუდგენს გრძელვადიანი განვითარების გეგმის პროექტს ამ წესის დანართი №1-ის, დანართი №2-ისა და დანართი №9-ის შესაბამისად.”; ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება იმ ლიცენზიატებზე, რომელთა გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმა უკვე შეთანხმებული აქვს კომისიას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჭიროა შეთანხმებული გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმის ცვლილება. ასეთ შემთხვევაში, ლიცენზიატმა კომისიას უნდა წარუდგინოს გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სათანადო დასაბუთებასთან ერთად.“; გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: 2. კომისია განიხილავს და ამტკიცებს ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილ გრძელვადიან საინვესტიციო გეგმის პროექტს ინდივიდუალურად თითოეული ლიცენზიატისთვის, არაუგვიანეს მათი წარმოდგენის წლის 31 დეკემბრისა. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმის პროექტი არ შეესაბამება კომისიის მიერ განსაზღვრულ ფორმას ან წარმოდგენილია არასრულად, ლიცენზიატს ეცნობება შენიშვნების თაობაზე და შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისთვის განესაზღვრება გონივრული ვადა, მაგრამ არანაკლებ 10 სამუშაო დღისა.“; დ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ე) მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. კომისია უფლებამოსილია არ დაამტკიცოს ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილი გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმა, თუ: ა) გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმა არ არის წარმოდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფორმით; ბ) გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმა არ ემსახურება ამ წესების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკვანძო მაჩვენებლების არსებული დონიდან სამიზნე ნიშნულამდე მიღწევას; გ) ლიცენზიატმა დროულად ან/და სრულყოფილად არ აღმოფხვრა კომისიის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი შენიშვნები.“. 4. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „1. კომისია ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 აპრილისა, თითოეული ლიცენზიატისთვის გადაწყვეტილებით ამტკიცებს საკვანძო მაჩვენებლების ქვედა ზღვარს, არსებულ დონეს, სამიზნე ნიშნულსა და ამ მაჩვენებელთა ცდომილების საშუალო ოდენობას. იმ ლიცენზიატებისთვის, რომლებიც ფლობენ რამდენიმე დამოუკიდებელ წყალმომარაგების სისტემას, მაჩვენებლები და მათი ცდომილების ოდენობა მტკიცდება დამოუკიდებელი სისტემებისთვის ინდივიდუალურად.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „5. სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდების ინდექსი (CS) იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „11. სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის ჟონვის ინდექსი (ILI) იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
ILI = (FPW – BAC – UAC) / Uarl (9),
სადაც:
.“;
დ) მე-11 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:
„111. სასმელი წყლის გარდაუვალი დანაკარგი სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან (Uarl), იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
Uarl = (18 * Lm + 0.8 * Nc + 25 * Lp) * P * T / 1000 (91),
სადაც:
.“;
ე) მე-14 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი: „141. კომისია, ამ წესის №8 დანართის („საკვანძო მაჩვენებლების ცდომილების გაანგარიშების პრინციპი“) მიხედვით, გაიანგარიშებს ცდომილების საშუალო ოდენობას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკვანძო მაჩვენებებლების ინდექსებისთვის.“. 5. მე-5 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „1. ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 ივნისისა, ლიცენზიანტი კომისიას წარუდგენს მოკლევადიანი განვითარების გეგმის პროექტს ამ წესის დანართი №2, დანართი №3, დანართი №7-ისა და დანართი №9-ის შესაბამისად. 2. კომისია განიხილავს და ამტკიცებს ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილ მოკლევადიანი საინვესტიციო გეგმის პროექტს ინდივიდუალურად თითოეული ლიცენზიატისთვის, არაუგვიანეს მათი წარმოდგენის წლის 31 დეკემბრისა. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი მოკლევადიანი საინვესტიციო გეგმის პროექტი არ შეესაბამება კომისიის მიერ განსაზღვრულ ფორმას ან წარმოდგენილია არასრულად, ლიცენზიატს ეცნობება შენიშვნების თაობაზე და შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისთვის განესაზღვრება გონივრული ვადა, მაგრამ არანაკლებ 10 სამუშაო დღისა.“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) მე-5-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „5. მოკლევადიანი საინვესტიციო გეგმა უნდა ემსახურებოდეს კომისიასთან შეთანხმებული საკვანძო მაჩვენებლების არსებული დონის ან/და ამ მაჩვენებლების ცდომილების საშუალო ოდენობების გაუმჯობესებას. 6. კომისია არ დაამტკიცებს მოკლევადიანი საინვესტიციო გეგმის იმ ნაწილს, რომელიც არ ემსახურება ძირითადი საკვანძო მაჩვენებლების არსებული დონის ან/და ამ მაჩვენებლების ცდომილების საშუალო ოდენობების გაუმჯობესებას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. კომისია უფლებამოსილია დაამტკიცოს მოკლევადიანი საინვესტიციო გეგმის ის ნაწილი, რომელიც არ ემსახურება ძირითადი საკვანძო მაჩვენებლების არსებული დონის ან/და ამ მაჩვენებლების ცდომილების საშუალო ოდენობების გაუმჯობესებას, თუმცა მათი განხორციელება აუცილებელია საწარმოს გამართული ფუნქციონირებისთვის ან/და დაკავშირებულია დანახარჯების ოპტიმიზებასთან.“; დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. კომისია უფლებამოსილია არ დაამტკიცოს მოკლევადიანი საინვესტიციო გეგმა, თუ ლიცენზიატმა დროულად ან/და სრულყოფილად არ აღმოფხვრა კომისიის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი შენიშვნები.“; ე) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „14. კომისია უფლებამოსილია ლიცენზიატის მიერ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „დ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკვანძო მაჩვენებებლების ინდექსების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პროექტების საფუძველზე მოახდინოს შესაბამისი დანახარჯებისა და სარეალიზაციო წყლის მოცულობების პროგნოზირება. 15. კომისია უფლებამოსილია ლიცენზიატის ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკვანძო მაჩვენებლების ინდექსების გაუმჯობესებასთან ერთად, მოახდინოს სარეალიზაციო სასმელი წყლისა და წყალარინების მოცულობების პროგნოზირება გაზრდილი მომხმარებლების რაოდენობისა და მოცემული კატეგორიის მომხმარებლების საშუალო მოხმარების შესაბამისად.“; ვ) მე-18 პუნქტის შემდეგ დამეტოს შემდეგი შინაარსის 181 პუნქტი: „181. ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილი მოკლევადიანი საინვესტიციო გეგმის განსახორციელებლად საჭირო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს და განსახორციელებელი პროექტები, ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად, თითოეული წლისთვის წარმოდგენილ უნდა იქნეს ცალ-ცალკე.“. 6. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „1. ლიცენზიანტი ვალდებულია მიმართოს კომისიას შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ამ წესის შესაბამისად, თუ საწარმოს ცალკეული საკვანძო მაჩვენებლის შესრულებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პროექტის ღირებულების სავარაუდო ცვლილება აღემატება 10 პროცენტს.“. 7. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „1. ლიცენზიანტი ვალდებულია, მოკლევადიანი საინვესტიციო გეგმის შეთანხმების შემდეგ, ყოველი კვარტალის დაწყებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა, კომისიაში წარმოადგინოს ამ კვარტალში დასაწყები საინვესტიციო პროექტები ამ წესის დანართი №4-ის შესაბამისად, ხოლო, ყოველი კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა წარმოადგინოს შესაბამის კვარტალში დასრულებული საინვესტიციო პროექტების ფაქტობრივი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად.“. 8. „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესის“ დანართი №1 – გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „
.“.
9. „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესის“ დანართი №2 – გასატარებელი ღონისძიებების პრიორიტეტულობის დონის განსაზღვრის დიაგრამა ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
.“. 10. „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესის“ დანართი №3 – მოკლევადიანი საინვესტიციო პროექტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „
.“.
11. დამტკიცდეს „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესის“ №8 დანართი – „საკვანძო მაჩვენებლების ცდომილების გაანგარიშების პრინციპი“ – შემდეგი სახით:
„დანართი №8
საკვანძო მაჩვენებლების ცდომილების გაანგარიშების პრინციპი
1. მონაცემთა სიზუსტისა და სანდოობის მატრიცა:
2. მონაცემთა სიზუსტისა და სანდოობის გაანგარიშება ა) წყლის მოცულობები (მოპოვება, მიღება, გაშვება, საკუთარი მოხმარება, შესყიდული წყალი, დამუშავებული წყალი, ხანძარქრობაზე გამოყენებული წყალი, გადატუმბული წყალი): A კატეგორიის საიმედოობის მინიჭება ხდება მხოლოდ ისეთ მონაცემებზე, რომლებიც აღირიცხება შესაბამისი ხელსაწყოს (მრიცხველის) მეშვეობით. 1 კატეგორიის სიზუსტის მაჩვენებლის ხდება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მონაცემები აიღება ელექტრომრიცხველის მეშვეობით და მონაცემების გაგზავნა ხდება ავტომატურად მონაცემთა ბაზაში, სიხშირით არანაკლებ საათში ერთისა. 2-დან 4-მდე კატეგორიის სიზუსტის მაჩვენებლების მინიჭება ხდება ტურბინული ან სხვა ტიპის მრიცხველით მონაცემების აღებისას, სიზუსტის მაჩვენებელი დამოკიდებულია ჩვენების აღების ჯერადობაზე, მაგ., 2 ენიჭება მაშინ, როდესაც მონაცემები აიღება ყოველთვიურად, 3 ენიჭება მაშინ, როდესაც მონაცემები აიღება ყოველკვარტალურად, 4 ენიჭება მაშინ, როდესაც მონაცემები აიღება ყოველწლიურად. B კატეგორიის საიმედოობის მინიჭება ხდება მხოლოდ ისეთ მონაცემებზე, რომელთა აღებაც ხდება ტუმბო აგრეგატების (იძულებითი მოპოვება) საპასპორტე მონაცემების, მოხმარებული ელ. ენერგიისა (ტუმბოს მოხმარებული ელ. ენერგია უნდა აღირიცხებოდეს დამოუკიდებლად, მრიცხველის მეშვეობით) და ტუმბო აგრეგატების ფაქტობრივად ნამუშევარი საათების მიხედვით ან შესაბამისი ტიპის სათავე ნაგებობიდან (თვითდენითი მოპოვება, როდესაც მოპოვებისას არ გამოიყენება ტუმბო აგრეგატები) გამომავალი მაგისტრალური მილის ტექნიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, როგორიცაა მილის მასალა და დიამეტრი. ორივე შემთხვევაში, იძულებითი იქნება მოპოვება თუ თვითდენითი, B კატეგორიის მინიჭება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად ისეთი ტექნიკური მონაცემები, როგორიცაა ტუმბო აგრეგატის დეტალური მახასიათებლები (იძულებით მოპოვების შემთხვევაში) და მილსადენის ტექნიკური მონაცემები (თვითდენითი), დასტურდება შესაბამისი აქტივების ინვენტარიზაციის დოკუმენტით. რაც შეეხება სიზუსტის მაჩვენებელს, ის გვაქვს 2-დან 4-მდე შუალედში და მისი განსაზღვრა დამოკიდებულია პორტატული მრიცხველით გაზომვის სიხშირეზე, რომელიც განისაზღვრება იდენტურად, როგორც ეს მოცემულია A კატეგორიის საიმედოობის მონაცემის შემთხვევაში. C კატეგორიის საიმედოობის მინიჭება ხდება ისეთ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებზეც არ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია (მაგ., არ არსებობს აქტივების დეტალური აღწერა), მაგრამ შესაძლებელია მათი დადასტურება ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მაგალითისათვის ტუმბო აგრეგატს (იძულებითი მოპოვებისას) გააჩნია შესაბამისი აღნიშვნა აწევის სიმაღლის, წარმადობისა და კილოვატების შესახებ, მილი (თვითდენითი მოპოვების შემთხვევაში) ვიზუალურად ჩანს და მარტივია მისი მასალისა და დიამეტრის დადგენა. რაც შეეხება სიზუსტის მაჩვენებელს, ის გვაქვს 2-დან 5-მდე შუალედში. სიზუსტის ცვალებადობა, როგორც ზემოთ მოცემული შემთხვევებისათვის დაკავშირებულია პორტატული ხელსაწყოთი წყლის ხარჯის გაზომვის სიხშირეებზე, მაჩვენებელი 5 ენიჭება ისეთ მონაცემს, როდესაც პორტატული ხელსაწყოთი გაზომვა ჩატარებულია ერთჯერადად. D კატეგორიის საიმედოობის მინიჭება ხდება ისეთ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებზეც არ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია (მაგ., არ არსებობს აქტივების დეტალური აღწერა), ამასთან შეუძლებელია მათი დადასტურება ვიზუალური დათვალიერების შედეგად. მაგალითისათვის, ტუმბო აგრეგატს (იძულებითი მოპოვებისას) არ გააჩნია შესაბამისი აღნიშვნა აწევის სიმაღლის, წარმადობისა და კილოვატების შესახებ, მილი (თვითდენითი მოპოვების შემთხვევაში) ვიზუალურად არ ჩანს და შეუძლებელია მისი მასალისა და დიამეტრის დადგენა, ხოლო რაც შეეხება მოწოდებულ ინფორმაციას, ის ეყრდნობა ექსპლუატაციის სამსახურის ვარაუდსა და გამოცდილებას. რაც შეეხება სიზუსტის მაჩვენებელს, ის გვაქვს 3-დან 6-მდე შუალედში. სიზუსტის ცვალებადობა, როგორც ზემოთ მოცემული შემთხვევებისათვის დაკავშირებულია პორტატული ხელსაწყოთი წყლის ხარჯის გაზომვის სიხშირეებზე, მაჩვენებელი 6 ენიჭება ისეთ მონაცემს, როდესაც პორტატული ხელსაწყოთი გაზომვები საერთოდ არ არის ჩატარებული. ბ) საოპერაციო დანახარჯები (რეაგენტები, ელ. ენერგია, წყლის შესყიდვა, ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი, მაგისტრალური მილების დაზიანების აღდგენაზე გაწეული დანახარჯები): A კატეგორიის საიმედოობის მინიჭება ხდება ისეთ მონაცემებზე, რომლებზეც არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია და მათი აღრიცხვა წარმოებს განდეტალებულად თითოეული შემთხვევისათვის და მონაცემები არ არის გამოყვანილი რაიმე პრინციპის ალოკაციაზე დაყრდნობით. ამასთან, A კატეგორიის მინიჭებისას ყოველივე ზემოაღნიშნული მოთხოვნების გარდა უნდა არსებობდეს აქტივების დეტალური აღწერის რეესტრი. მაგალითისათვის, რეაგენტების ხარჯზე – შესაბამისი ჩამოწერის აქტები, სადაც მითითებულია რეაგენტის დასახელება, მათი რაოდენობრივი მაჩვენებელი, ღირებულება და კონკრეტული ობიექტი, სადაც მათი მოხმარება მოხდა. მოხმარებული ელ. ენერგია – შესაბამისი აღრიცხვის კვანძზე განხორციელებული დარიცხვა, რის მიხედვითაც ირკვევა, რა რაოდენობისა და ღირებულების ელ. ენერგიის მოხმარება მოხდა კონკრეტულად ამა თუ იმ ობიექტზე. შესყიდული წყალი – შესაბამისი ხელშეკრულება. ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი – შესაბამისი ლიცენზია, სადაც მითითებული იქნება მოსაკრებლის გაანგარიშების პრინციპი და ოდენობა, რომელიც გამოიყენება კონკრეტული წყალაღების წერტილისათვის. მაგისტრალური მილების დაზიანების აღდგენაზე გაწეული დანახარჯები – არსებობს შესაბამისი მასალების ჩამოწერის აქტი, სადაც მითითებულია ინციდენტის უნიკალური კოდი, დაზიანებული მილის დასახელება და მისამართი მასალების ღირებულების მითითებით. რაც შეეხება სიზუსტის მაჩვენებელს, ვინაიდან მოცემული შემთხვევისათვის საქმე გვაქვს ფინანსურ დოკუმენტებთან, რომლებზეც არსებობს შესაბამისი გატარებები ბუღალტერიის სისტემაში, ის მოცემული შემთხვევისათვის იქნება 1. B კატეგორიის საიმედოობის მინიჭება ხდება ისეთ მონაცემებზე, რომლებიც A კატეგორიაში მოცემულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ, გარდა აქტივების დეტალური აღრიცხვისა. რაც შეეხება სიზუსტის მაჩვენებელს, ის მერყეობს 2-დან 4-მდე შუალედში და დამოკიდებულია მონაცემების ალოკაციის პრინციპზე, მაგალითად 2-ის მინიჭება ხდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მოწოდებული მონაცემები არ არის რაიმე ტიპის ალოკაციის შედეგად გამოყვანილი (როგორც A შემთხვევაში), 3-ის მინიჭება ხდება ისეთ მონაცემებზე, რომელთა გამოყვანაზეც გამოყენებულია ალოკაციის აკრედიტებული მეთოდები. მაგალითისათვის: რეაგენტებისა და ელ. ენერგიის ხარჯის ალოკაციაზე გამოყენებულია დამუშავებული წყლის მოცულობა, მაგისტრალური მილების ავარიებთან დაკავშირებით ხარჯები აღირიცხება გამიჯნულად (მაგისტრალების აღდგენის ცალკე გამანაწილებლის ცალკე) და ავარიების რიცხვისა და აღდგენის დროის მიხედვით საშუალოდ ნაწილდება დანახარჯები. რაც შეეხება წყლის შესყიდვის ღირებულებას, ის დაუშვებელია რაიმე ტიპის გასაშუალოებულ მონაცემს ეყრდნობოდეს, მასზე უნდა არსებობდეს შესაბამისი ხელშეკრულება. ბუნებრივი მოსაკრებელი თავის მხრივ ეყრდნობა შესაბამის ლიცენზიასა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრულ საფასურს, შესაბამისად, ის ვერ იქნება B კატეგორიის საიმედოობის მქონე. გ) აქტივების დასახელება, მდებარეობა და ტექნიკური მახასიათებლები (ინფორმაცია, რომელიც არ არის ცვლადი საოპერაციო საქმიანობის მსვლელობისას, ის შეიძლება შეიცვალოს კაპიტალური დანახარჯების განხორციელების შედეგად, როგორებიცაა: გამწმენდი ნაგებობები, საქლორატოროები, სატუმბი სადგურები, რეზერვუარები, მაგისტრალური მილები, გამანაწილებელი ქსელი, სახანძრო ჰიდრანტები, სათავე ნაგებობები, მათი დასახელებები, მდებარეობა ტიპი და საპასპორტე მონაცემები და რაოდენობრივი მაჩვენებლები). A კატეგორიის საიმედოობის მინიჭება ხდება ისეთ მონაცემებზე, რომლებზეც არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია. ამ კონკრეტული შემთხვევისათვის კომპანიას ჩატარებული აქვს აქტივების დეტალური ინვენტარიზაცია და ანგარიშგების ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაცია მარტივად არის იდენტიფიცირებადი შესაბამის ბაზებში. B კატეგორიის საიმედოობის მინიჭება ხდება ისეთ მონაცემებზე, რომლებზეც არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია, ამ კონკრეტული შემთხვევისათვის კომპანიას ჩატარებული აქვს აქტივების დეტალური ინვენტარიზაცია, მაგრამ ანგარიშგების ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაციის მარტივად მოძიება შეუძლებელია, ვინაიდან ზოგი დოკუმენტი დაკარგულია, ეს მონაცემები არ არის შესაბამის სისტემაში ასახული, რის მეშვეობითაც მარტივი საშუალებით იქნება იდენტიფიცირებადი თითოეული აქტივის შესაბამისი მონაცემები ან აქტივების ინვენტარიზაცია გაკეთებულია 10 წელზე მეტი ხნის წინ. C კატეგორიის საიმედოობის მინიჭება ხდება ისეთ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებზეც არ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია (მაგ., არ არსებობს აქტივების დეტალური აღწერა), მაგრამ შესაძლებელია მათი დადასტურება ვიზუალური დათვალიერების შედეგად. მაგალითისათვის, რეზერვუარის ზომები აღებულია კომპანიის მიერ და მისი აზომვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ტუმბო აგრეგატებს გააჩნიათ შესაბამისი პასპორტები, მილსადენი ხილულია ვიზუალურად, რითაც მარტივად დგინდება მისი მასალა და დიამეტრი და ა.შ. D კატეგორიის საიმედოობის მინიჭება ხდება ისეთ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებზეც არ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია (მაგ., არ არსებობს აქტივების დეტალური აღწერა), ამასთან, შეუძლებელია მათი დადასტურება ვიზუალური დათვალიერების შედეგად და ინფორმაციის მოწოდება ეყრდნობა ექსპლუატაციის სამსახურის ვარაუდსა და გამოცდილებას.“. 12. დამტკიცდეს „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესის“ დანართი №9 – მოკლევადინი და გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმების ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოების წინასწარი გამსხვილებული საორიენტაციო ღირებულების გაანგარიშების პრინციპები – შემდეგი სახით: „
.“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები