დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის N45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 22/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400060000.16.009.016405 |
|
,,სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის №45 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 26.12.2017, 400060000.16.009.016246) დამტკიცებული ,,სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „2. კონკრეტული წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელისათვის (ლიცენზიატისათვის) ამ წესით გაანგარიშებული სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგები განისაზღვრება ინდივიდუალურად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) ნორმატიული აქტით. იმ ლიცენზიატებისთვის რომლებიც ფლობენ რამდენიმე დამოუკიდებელ წყალმომარაგების სისტემას, სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების ოდენობა განისაზღვრება თითოეული დამოუკიდებელი სისტემისთვის ინდივიდუალურად.. 2. მე-2 მუხლის ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „1. სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგი წარმოადგენს სასმელი წყლის დასაშვებ დანახარჯს, რომელიც წარმოიშობა წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის ტრანსპორტირებისა და განაწილებისას, რომელიც იანგარიშება „ინვესტიციების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 22 ნოემბრის №27 დადგენილების მეორე პუნქტით დამტკიცებული „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესის“ შესაბამისად შეთანხმებული მოკლევადიანი გეგმის ვადით, გეგმით გათვალისწინებული თითოეული წლისთვის ცალ-ცალკე.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „3. სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგი შესაბამისი წლისათვის (WLoss(t+i)) იანგარიშება შემდეგი ფორმულით: WLoss (t+i) = UAC(t+i) + ATRL(t+i) (1), სადაც:
“.
3. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: „მუხლი 21. სასმელი წყლის კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხმარება, რომელზეც არ ხორციელდება საფასურის დარიცხვა სასმელი წყლის კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხმარება, რომელზეც არ ხორციელდება საფასურის დარიცხვა (UAC(t+i)) შესაბამისი წლისათვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით: UAC(t+i) = OC(t+i) + FH(t+i) + UU(t+i) (2), სადაც:
“.
4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „მუხლი 3. საკუთარი მოხმარებისთვის სასმელი წყლის დანახარჯი 1. საკუთარი მოხმარებისათვის სასმელი წყლის დანახარჯი (OC(t+i)) შესაბამისი წლისათვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით: OC(t+i) = OC(t+i)1 + OC(t+i)2 (3), სადაც:
2. სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის ფუნქციონირებისათვის საჭირო წყლის მოცულობა (საკუთარი მოხმარება) დგინდება ლიცენზიატის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ერთიანი ანგარიშგების ფორმების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილი სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობების ფუნქციონირებისათვის საჭირო წყლის მოცულობა აღემატება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით გაანგარიშებული საკუთარი მოხმარების მაჩვენებლებს, ნორმატიული დანაკარგების დადგენის მიზნით დასაშვებ საკუთარ მოხმარებად კომისია აღიარებს მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების მიხედვით გაანგარიშებულ მოცულობას. 3. სახანძრო ჰიდრანტების შემოწმებაზე გამოყენებული სასმელი წყლის მოცულობა (მ3) იანგარიშება შემდეგი ფორმულით: OC(t+i)2 = 3.6 * q * 0.03 * n1 (4), სადაც:
“. 5. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „მუხლი 5. სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯი 1. სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯი ლიცენზიატისთვის ამ წესის მიხედვით პირველ ჯერზე მისი გაანგარიშებისას (ATRL (t+i)) და ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში იანგარიშება შემდეგი ფორმულით: ATRL (t+i) = FPWt – (UACt + BACt + ∆ t+1) (5), სადაც:
2. სასმელი წყლის კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხმარება, რომელზეც ხორციელდება საფასურის დარიცხვა (BAC(t+i)) იანგარიშება შემდეგი ფორმულით: BAC(t+i) = SWt1 + SWt2 + SWt3 (6), სადაც:
3. გაუმრიცხველიანებელ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე მისაწოდებელი სასმელი წყლის მოცულობა ტარიფის გაანგარიშების წელს (SWt3) იანგარიშება შემდეგი ფორმულით: SWt3 = UHCt * UCNt (7), სადაც:
4. სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პერიოდისთვის, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იანგარიშება შემდეგი ფორმულით: ATRL t+i = ATRL (t+i) -1 - ∆ t+i (8), სადაც:
„
7. 51 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „1. ხანძრის ჩაქრობის მიზნით გამოყენებული სასმელი წყლის მოცულობა (FHt+i) იანგარიშება შემდეგი ფორმულით: FH(t+i) = 3.6 * q1 * t * n2 (9), სადაც:
“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „3. სახანძრო ჰიდრანტის წარმადობა (q1) დამოკიდებულია მის საპასპორტო მონაცემებზე. იმ შემთხვევაში, თუ უცნობია სახანძრო ჰიდრანტის საპასპორტო მონაცემები, მის წარმადობად აიღება 15 ლ/წმ.“.
8. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „მუხლი 6. უმრიცხველო მოხმარებით გამოწვეული უბალანსობა უმრიცხველო მოხმარებით გამოწვეული უბალანსობა (UU(t+i)) შესაბამისი სატარიფო წლისათვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით: UU(t+i) = (UCF(t+i) – UCN(t+i)) * UHC(t+i) (10), სადაც:
“. 9. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „მუხლი 7. რეგულირების პერიოდში სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯების შემცირების ტრენდის გაანგარიშების წესი 1. კომისია განსაზღვრავს სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯების შემცირების ტრენდს ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილი მოკლევადიანი საინვესტიციო გეგმების მიხედვით. 2. ლიცენზიატი ვალდებულია, შეამციროს სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯები შესაბამისი წლისათვის კომისიის მიერ განსაზღვრული ∆ t+i ოდენობით (1≤i≤n). 3. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიატის მიერ შესაბამისი წლის სასმელი წყლის დასაშვები ფაქტობრივი ტექნიკური დანაკარგი ნაკლებია კომისიის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელზე, აღნიშნული წყლის მოცულობის შემცირების შედეგად მიღებული სარგებელი კორექტირებას არ ექვემდებარება. „4. იმ შემთხვევაში, თუ სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგის გაანგარიშებისას წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის არსებული ფაქტობრივი ტექნიკური დანახარჯი ნაკლებია კომისიის მიერ შესატყვისი წლისთვის დადგენილ სამიზნე მაჩვენებელზე, სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯის გაანგარიშებისას, ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საანგარიშო ფორმულაში, ნაცვლად სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯისა სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგის დადგენის პირველი წლისათვის (მ3), გამოიყენება არსებული ფაქტობრივი ტექნიკური დანახარჯი.“.
10. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „მუხლი 8. ნორმატიული დანაკარგების დამტკიცება და ანგარიშგება 1. ლიცენზიატმა სასმელი წყლის ფაქტობრივი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია კომისიაში უნდა წარმოადგინოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პერიოდულობით. 2. თუ ლიცენზიატის წყალმომარაგების სისტემაში მოხდა ისეთი არსებითი ცვლილება, რამაც გამოიწვია ლიცენზიატის წყალმომარაგების სისტემაში ფაქტობრივი დანაკარგების კომისიის მიერ დამტკიცებულ ნორმატიულ დანაკარგებთან მიმართებაში 15 ან მეტი პროცენტით ცვლილება, კომისია უფლებამოსილია, ლიცენზიატის მიერ სათანადოდ დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, მოახდინოს ნორმატიული დანაკარგის დასაშვები ტექნიკური დანახარჯის ნაწილის კორექტირება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“.
11. სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დანართი №1 ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები