დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რკ ,,პირველი საკრედიტო კავშირის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | რკ ,,პირველი საკრედიტო კავშირი-ს’’ ლიკვიდატორი |
| მიღების თარიღი | 27/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
შეტყობინება
რკ „პირველი საკრედიტო კავშირის“ კრედიტორებს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 21 მაისის №217 განკარგულების საფუძველზე დაწყებულია რკ „პირველი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესი.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 11 თებერვლის №323 განკარგულებით ლიკვიდატორად დაინიშნა თამარ ნოდია, პ/ნ 19001010717. ლიკვიდატორი რკ „პირველი საკრედიტო კავშირის“კრედიტორებს იწვევს კრედიტორთა კრებაზე, რომელიც გაიმართება 2020 წლის 13 ნოემბერს 12:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის 1-ლი შესახვევი, №10, მე-3 სართული, ოფისი 5. კრება შესაძლოა გაიმართოს დისტანციურად, რის შესახებაც კრედიტორებს გაეგზავნებათ შეტყობინება. კრების დღის წესრიგი: 1. ლიკვიდატორის ანგარიში ლიკვიდაციის პროცესში გაწეული საქმიანობის შესახებ. 2. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების სავარაუდო გეგმის განხილვა/დამტკიცება; 3. „საკრედიტო სამომხმარებლო კოოპერატივი შემნახველი სალარო-პირველი საკრედიტო კავშირზე“ გაცემული სესხის ამოღების მიზნით „რუსეთის ფედერაციაში“ დავის წარმოება და რკ „პირველი საკრედიტო კავშირის“ ანგარიშზე არსებული თანხების გამოყენება დავასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით. ლიკვიდატორი თამარ ნოდია 27.10.2020წ.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები