დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 191/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 27/10/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/10/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016514 |
|
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 23/06/2017; ს/კ: 220020000.18.011.016245) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბანკები ვალდებული არიან 2020 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყონ ამ წესის მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გამჟღავნების მოთხოვნების ეფექტური შესრულება, რომლის გამოქვეყნება საანგარიშგებო კვარტლის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში არ ეკისრებათ. ბანკები ვალდებულნი არიან ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვარტალური ანგარიშგება 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გამოაქვეყნონ იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მხოლოდ 2020 წლის მე-4 კვარტლის კვარტალური ანგარიშგების გათვალისწინებით.“. 2. მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები