დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 260 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/10/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/10/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017387 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართ № II-086-ის III ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. 401 მუხლის: ა) მე-5 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) 27-ე სტრიქონი – წარმოადგენს დეკლარაციის 18.1.1, 18.1.3, 18.1.4, 18.2, 18.3 სტრიქონების მიხედვით და საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგად საანგარიშო პერიოდში და საანგარიშო პერიოდის წინა პერიოდებში დაბეგვრას დაქვემდებარებული (დაბეგრილი) დაბეგვრის ობიექტის მიხედვით საანგარიშო პერიოდში აღსადგენ მოგების გადასახადის თანხას (სტ.27.1+სტ.27.2+სტ.27.3+სტ.27.4)/0,85*15%): მ.ა) 27.1 სტრიქონი – აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული – შეძენილი სასესხო ფასიანი ქაღალდის, კაპიტალში მონაწილეობის უფლების (აქციის/წილის) ან მოთხოვნის მიწოდების შედეგად ანაზღაურების შემთხვევაში (თანხის ფაქტობრივად მიღების შემთხვევაში), საანგარიშო პერიოდში ანაზღაურებული თანხა; მ.ბ) 27.2 სტრიქონი – აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული – გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნების ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღების შემთხვევაში, სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხა ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხა; მ.გ) 27.3 სტრიქონი – აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული – სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გაუქმების შემთხვევაში, უზრუნველყოფის გაუქმების საანგარიშო პერიოდში გაუქმებული საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის თანხა; მ.დ) 27.4 სტრიქონი – აისახება საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგად დაბეგრილი თანხა, რომელზეც დარიცხული მოგების გადასახადი ექვემდებარება ჩათვლას.“; ბ) 66 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 67 პუნქტი: „67. დეკლარაციის III ნაწილის დანართი 15 ივსება სვეტების დასახელებების შესაბამისად, დეკლარაციის III ნაწილის 27.4 გრაფაში აღნიშნული შემთხვევების დადგომისას. ამასთან: ა) პირველ სვეტში მიეთითება საგადასახადო მოთხოვნის ნომერი; ბ) მე-2 სვეტში მიეთითება საგადასახადო მოთხოვნის თარიღი; გ) მე-3 სვეტში მიეთითება საგადასახადო ორგანოს მიერ დაბეგრილი თანხა, რომლის შესაბამისი მოგების გადასახადიც ექვემდებარება შემცირებას (დაბრუნებას) საანგარიშო პერიოდში. ამასთან, აღნიშნული თანხა არ უნდა იყოს დანართ 15-ის პირველ და მე-2 სვეტებში მითითებულ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ თანხაზე მეტი, უკვე შემცირებული გადასახადის თანხის (ასეთის არასებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები