დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/11/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.026.016843 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016468) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სასწავლო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში (შემდგომში – კოლეჯი)/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლაში/ენობრივი მომზადების სკოლაში მისაღებ იუნკერთა/მსმენელთა რაოდენობას;“; ბ) ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ამტკიცებს რექტორის მოადგილე – შტაბის უფროსის მიერ წარდგენილ „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით აკადემიისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განსაზღვრულ აკადემიის ბიუჯეტს;“. 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. აკადემიის სტრუქტურა აკადემიის სტრუქტურა შედგება: ა) მართვის ორგანოებისაგან; ბ) შტაბისაგან; გ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან: გ.ა) ბაკალავრიატი; გ.ბ) მაგისტრატურა. დ) საგანმანათლებლო ერთეულებისგან: დ.ა) კოლეჯი; დ.ბ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონი; დ.გ) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა; დ.დ) ენობრივი მომზადების სკოლა; დ.ე) უმაღლესი სამეთაურო სკოლა; დ.ვ) სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი; დ.ზ) სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახური; დ.თ) დისტანციური სწავლების ცენტრი. ე) აკადემიის ბიბლიოთეკისაგან; ვ) სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისგან; ზ) შიდა აუდიტის სამსახურისგან; თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისაგან; ი) საგამოცდო ცენტრისაგან.“. 3. 72 მუხლის შემდეგ დაემატოს 73–713 მუხლები შემდეგი რედაქციით: „მუხლი 73. მაგისტრატურა 1. მაგისტრატურა წარმოადგენს აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება მიმართულებებისაგან. 2. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებები უზრუნველყოფენ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. 3. მაგისტრატურის მეთაური ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე. 4. მაგისტრატურის მეთაურს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მუხლი 74. კოლეჯი 1. კოლეჯი წარმოადგენს აკადემიის საგანმანათლებლო ერთეულს. 2. კოლეჯის მეთაურს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. კოლეჯი უზრუნველყოფს: ა) სამხედრო პროფესიული განათლების განხორციელებას; ბ) სწავლებისა და სწავლის ხარისხის ინტენსიურ ზრდას; გ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას. 4. კოლეჯის მეთაური ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე. მუხლი 75. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა 1. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული. 2. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა უზრუნველყოფს: ა) სამხედრო პროფესიული განათლების განხორციელებას; ბ) სწავლებისა და სწავლის ხარისხის ინტენსიურ ზრდას; გ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას. 4. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის მეთაური ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე. მუხლი 76. ენობრივი მომზადების სკოლა 1. ენობრივი მომზადების სკოლა არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული. 2. ენობრივი მომზადების სკოლის უფროსს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. ენობრივი მომზადების სკოლა უზრუნველყოფს: ა) უცხო ენათა შემსწავლელი პროგრამების განხორციელებას; ბ) სწავლებისა და სწავლის ხარისხის ინტენსიურ ზრდას; გ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას. 4. ენობრივი მომზადების სკოლის მეთაური ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე. მუხლი 77. უმაღლესი სამეთაურო სკოლა 1. უმაღლესი სამეთაურო სკოლა არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული. 2. უმაღლესი სამეთაურო სკოლის უფროსს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. უმაღლესი სამეთაურო სკოლა უზრუნველყოფს: ა) სამხედრო პროფესიული განათლების განხორციელებას; ბ) სწავლებისა და სწავლის ხარისხის ინტენსიურ ზრდას; გ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას. 4. უმაღლესი სამეთაურო სკოლის მეთაური ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე. მუხლი 78. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი 1. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული. 2. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის უფროსს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრი უზრუნველყოფს სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვას, ორგანიზებას და მონიტორინგს. 4. სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე. მუხლი 79. სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახური 1. სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახური არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული. 2. სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურის უფროსს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახური უზრუნველყოფს სპორტული სახეობების შესწავლას, ფიზიკური მომზადების დაგეგმვასა და განხორცილებას. 4. სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე. მუხლი 710. დისტანციური სწავლების ცენტრი 1. დისტანციური სწავლების ცენტრი არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული. 2. დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დისტანციური სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დისტანციურად განხორცილების დაგეგმვას, ორგანიზებასა და სასწავლო პროცესის მხარდაჭერას. 4. დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე. მუხლი 711. შიდა აუდიტის სამსახური 1. შიდა აუდიტის სამსახური არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული. 2. შიდა აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს აკადემიის სისტემის ფუნქციონირების და მართვის პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ამაღლების ხელშეწყობას. 3. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე. 4. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მუხლი 712. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული. 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს აკადემიის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტური სისტემის შექმნას, საზოგადოებასთან სხვადასხვა სახის აქტიურ ურთიერთობას, მათ შორის თანამშრომლობას, ასევე აკადემიისა და მასში მიმდინარე მოვლენების საზოგადოების წინაშე ობიექტურად წარმოჩენას. 4. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე. მუხლი 713. საგამოცდო ცენტრი 1. საგამოცდო ცენტრი არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული. 2. საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს აკადემიაში ერთიანი საგამოცდო სისტემის შექმნას, საგამოცდო პროცესის უზრუნველყოფასა და მონიტორინგს. 3. საგამოცდო ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე.“. 4. საგამოცდო ცენტრის უფროსს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიის მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები არიან: ა) აკადემიური საბჭო; ბ) რექტორი; გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. აკადემიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისა და საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები: ა) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები: ა.ა) ბაკალავრიატის ხელმძღვანელი; ა.ბ) ბაკალავრიატის საბჭო; ა.გ) მაგისტრატურის ხელმძღვანელი; ა.დ) მაგისტრატურის საბჭო; ბ) საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები: ბ.ა) კოლეჯის მეთაური; ბ.ბ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური; ბ.გ) უმაღლესი სამეთაურო სკოლის მეთაური; ბ.დ) ენობრივი მომზადების სკოლის უფროსი; ბ.ე) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი; ბ.ვ) სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის უფროსი; ბ.ზ) სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურის უფროსი; ბ.თ) დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი.“. 5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიის ბაკალავრიატიდან, მაგისტრატურიდან, კოლეჯიდან, იუნკერთა სასწავლო ბატალიონიდან, უმაღლესი სამეთაურო სკოლიდან, ენობრივი მომზადების სკოლიდან, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლიდან, სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრიდან, სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურიდან და დისტანციური სწავლების ცენტრიდან არჩეული/შერჩეული ერთი წარმომადგენელი. ბაკალავრიატიდან აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ბაკალავრიატის საბჭოს წევრი, ხოლო მაგისტრატურიდან - მაგისტრატურის საბჭოს წევრი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“. 6. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/კოლეჯის/იუნკერთა სასწავლო ბატალიონის/უმაღლესი სამეთაურო სკოლის/ენობრივი მომზადების სკოლის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურის/ დისტანციური სწავლების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;“; ბ) ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგისტრატურის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში ამტკიცებს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის, ხოლო კოეფიციენტის არმინიჭების შემთხვევაში მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს;“; გ) ,,უ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ1) ამტკიცებს რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის ყოველწლიურ ანგარიშს;“. 7. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რექტორი არის აკადემიის უმაღლესი თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს აკადემიას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, აკადემიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს ასევე რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი.“. 8. მე-14–მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. რექტორის მოადგილეები და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი 1. რექტორი აკადემიის მართვას ახორციელებს პირველი მოადგილის, მოადგილისა და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის მეშვეობით. 2. რექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 3. რექტორის პირველ მოადგილეს, მოადგილესა და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. რექტორის პირველ მოადგილედ და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსად შეიძლება დანიშნულ იქნენ სამხედრო სტატუსის მქონე პირები, ხოლო მოადგილედ სამხედრო სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 5. რექტორის მოადგილეები და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი ანგარიშვალდებულნი არიან რექტორის წინაშე. 6. რექტორის მოადგილეებზე და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. რექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მუხლი 15. რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის უფლებამოსილება 1. რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი ხელმძღვანელობს აკადემიის შტაბში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს და პასუხისმგებელია მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, მათ შორის აკადემიის ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიასა და აკადემიის საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. 2. რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი: ა) ამზადებს აკადემიის მომდევნო წლის ბიუჯეტისა და აკადემიის ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის პროექტებს და წარუდგენს რექტორს სამინისტროში დასამტკიცებლად წარსადგენად; ბ) შეიმუშავებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს; გ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; დ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ე) პასუხისმგებელია აკადემიის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ვ) პასუხისმგებელია აკადემიის შესყიდვების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაზე; ზ) ასრულებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს; თ) უფლებამოსილია აკადემიის სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად, რექტორთან შეთანხმებით, დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები. მუხლი 16. შტაბის სტრუქტურა 1. შტაბი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან: ა) იურიდიული სამმართველო; ბ) ფინანსების მართვის სამმართველო; გ) შესყიდვების სამმართველო; დ) კანცელარია; ე) G-1 სამსახური; ვ) G-3/G-2 სამსახური; ზ) G-4 სამსახური; თ) G-5 სამსახური; ი) G-6 სამსახური; კ) უზრუნველყოფის სამსახური. 2. შტაბის სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება შტაბის დებულებით. 3. შტაბის დებულებას შეიმუშავებს რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.“. 9. 181 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“. 10. წესდების „თავი III“-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი III. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/კოლეჯის/იუნკერთა სასწავლო ბატალიონის/უმაღლესი სამეთაურო სკოლის/ენობრივი მომზადების სკოლის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურის/ დისტანციური სწავლების ცენტრის მართვის ორგანოები და მათი უფლებამოსილება“.“ 11. მე-19 და მე-20 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭო 1. ბაკალავრიატის წარმომადგენლობითი ორგანოა ბაკალავრიატის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ბაკალავრიატის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და ბაკალავრიატის მიმართულების უფროსები. 2. მაგისტრატურის წარმომადგენლობითი ორგანოა მაგისტრატურის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის მაგისტრატურის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი. 3. ბაკალავრიატის საბჭო: ა) შეიმუშავებს და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსს წარუდგენს ბაკალავრიატის ბიუჯეტს; ბ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს ბაკალავრიატის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს ბაკალავრიატის სტრუქტურას და წარუდგენს რექტორს; დ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს ბაკალავრიატის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ე) ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 4. მაგისტრატურის საბჭო: ა) შეიმუშავებს და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსს წარუდგენს მაგისტრატურის ბიუჯეტს; ბ) მაგისტრატურის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს მაგისტრატურის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) მაგისტრატურის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს მაგისტრატურის სტრუქტურას და წარუდგენს რექტორს; დ) მაგისტრატურის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს მაგისტრატურის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ე) ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 5. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭო უფლებამოსილია, თუ ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც. 6. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. 7. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოს ოქმითა და გადაწყვეტილებით. მუხლი 20. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელი 1. ბაკალავრიატის ხელმძღვანელი არის აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. მაგისტრატურის ხელმძღვანელი არის აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელი: ა) უზრუნველყოფს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; დ) თავმჯდომარეობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საბჭოს სხდომებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 4. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეზე დამატებით ვრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურეებისათვის დაკისრებული უფლებები და მოვალეობები.“. 12. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. კოლეჯის/იუნკერთა სასწავლო ბატალიონის/უმაღლესი სამეთაურო სკოლის მეთაური და ენობრივი მომზადების სკოლის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურის/დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი 1. კოლეჯის/იუნკერთა სასწავლო ბატალიონის/უმაღლესი სამეთაურო სკოლის მეთაური და ენობრივი მომზადების სკოლის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურის/დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი არის სამხედრო სტატუსის მქონე პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. კოლეჯის/იუნკერთა სასწავლო ბატალიონის/უმაღლესი სამეთაურო სკოლის მეთაური და ენობრივი მომზადების სკოლის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურის/დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი: ა) უზრუნველყოფს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; ე) შეიმუშავებს და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტის პროექტს; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.“. 13. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, რექტორის პირველი მოადგილე, რექტორის მოადგილე, რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი, ბაკალავრიატის ხელმძღვანელი, მაგისტრატურის ხელმძღვანელი, კოლეჯის მეთაური, იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი, ენობრივი მომზადების სკოლის უფროსი და აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 24 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები