„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 15/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.016841
99
30/10/2020
ვებგვერდი, 03/11/2020
010320040.22.026.016841
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №99

2020 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №41 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016783) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამართლის, საექსპორტო/საიმპორტო პროდუქციის კონტროლის, ლიცენზირების ან ნებართვების რეგულირების სფეროში მუშაობის გამოცდილება – 3 წელი, მათ შორის, ხელმძღვანელობის – 1 წელი (სასურველია მასობრივი განადგურების იარაღის და მათი გადატანის საშუალებების გაუვრცელებლობის ან/და ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ან/და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის კონტროლის ან/და მცირე და მსუბუქი იარაღისა და ჩვეულებრივი შეიარაღების გაუვრცელებლობის და ექსპორტის კონტროლის სფეროში).“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამართლის, საექსპორტო/საიმპორტო პროდუქციის კონტროლის, ლიცენზირების ან ნებართვების რეგულირების სფეროში მუშაობის გამოცდილება – 2 წელი (სასურველია მასობრივი განადგურების იარაღის და მათი გადატანის საშუალებების გაუვრცელებლობის ან/და ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ან/და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის კონტროლის ან/და მცირე და მსუბუქი იარაღისა და ჩვეულებრივი შეიარაღების გაუვრცელებლობის და ექსპორტის კონტროლის სფეროში).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი