ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ

ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 25/10/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010190020.34.059.016063
8
25/10/2020
ვებგვერდი, 26/10/2020
010190020.34.059.016063
ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №8

2020 წლის 25 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

 

ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 199-ე მუხლითა და „სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 19 ოქტომბრის­­­№45/2020 დადგენილებით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად, საჭიროა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებისათვის განისაზღვოს კანონით გაუთვალისწინებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:


მუხლი 1
„სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 19 ოქტომბრის  №­­­­45/2020  დადგენილების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო  უბნებზე მათ შორის კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ უსკოს წევრებს, უსკოს წარმომადგენელებს და უსკოს აპარატის თანამშრომლებს.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში. 
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის მდივანისოფიო კახაძე
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონია