„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 646
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 330110000.10.003.022366
646
23/10/2020
ვებგვერდი, 23/10/2020
330110000.10.003.022366
„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №646

2020 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში (სსმ, 154, 25/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ დანართ №3-ის: 

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ცხელი ხაზების ნუმერაცია:

 

ორგანოების დასახელება

მოკლე ნომრები

საქართველოს პარლამენტი

141

საქართველოს მთავრობა

151

საქართველოს სამინისტროები

1400-1409, 1500-1509

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთიანი საინფორმაციო სამსახურის ნომერი, რომელიც დროებით გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“,  საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეულ მოქალაქეთა პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე ოპერატიული რეაგირების  მიზნით ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის ამოქმედებისთვის

144

აჭარისა და აფხაზეთის (დროებით ქ. თბილისში)

 ა. რ.-ების უმაღლესი საბჭოები

142

აჭარისა და აფხაზეთის (დროებით ქ. თბილისში)

ა. რ.-ების მთავრობები

143

აჭარისა და აფხაზეთის (დროებით ქ. თბილისში)

ა. რ.-ების სამინისტროები

1450-1459

სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები

146

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

1471

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

1472

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − იუსტიციის სახლი

1474

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის მოკლე ნომერი, განკუთვნილი, ქვეყანაში არსებული პანდემიის გათვალისწინებით, უცხოენოვანი მოქალაქეებისა და ვიზიტორების სრულყოფილი მომსახურების გაწევისთვის

1520

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის ექიმების ცხელი ხაზი

1522

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური

1551

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური

1555;

(1552-1554,

1556-1559 

გაფორმების

ეკონომიკური

ზონები)

სსიპ – საპენსიო სააგენტო

1480

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

1481

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

1482

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო

1483

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

1499

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში

1525

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზი

1272

სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

1484

სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახური

1485

საქართველოს მთავრობის რეზერვი

1486-1489,

1490-1498, 1521,

1523-1524,

1526-1529, 154, 156-159.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.