დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 644 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/10/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.027.017138 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 13.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.027.016584) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა (შემდგომ – სამინისტრო) და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომ – საჯარო სამართლის იურიდიული პირები), მათ შორის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპარატში სტაჟირების გავლის პირობებს. ეს წესი, გარდა მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ვრცელდება, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამოქალაქო დანაყოფებსა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში სტაჟირების გავლაზე.“. 2. დანართი №3 და დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები