დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 647 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260080.22.027.017141 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/09/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120260080.22.027.016742) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი – მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებანი ეს დებულება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – იუსტიციის სამინისტრო) და იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) აღსრულების პოლიციის სამმართველოს მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესსა და პირობებს. მუხლი 2. სპეციალური წოდებების კატეგორიები სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) უმცროსი სპეციალური წოდება; ბ) საშუალო სპეციალური წოდება; გ) უფროსი სპეციალური წოდება; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება. მუხლი 3. სპეციალური წოდებები 1. იუსტიციის სამინისტროში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი; ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის რიგითი, იუსტიციის უმცროსი სერჟანტი, იუსტიციის სერჟანტი, იუსტიციის უფროსი სერჟანტი, იუსტიციის ზემდეგი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი, იუსტიციის ლეიტენანტი, იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი, იუსტიციის კაპიტანი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის მაიორი, იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის პოლკოვნიკი.“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებს საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი), ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი. 6. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს მოსამსახურეებს, ნომენკლატურის ფარგლებში, უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ხოლო უფროს სპეციალურ წოდებასს – მინისტრი. მორიგი საშუალო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების უფლებამოსილება აქვს, აგრეთვე, მინისტრს.“; ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ანდა სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე. მოსამსახურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ან სამსახურებრივი მოკვლევის მიმდინარეობის შესახებ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს კომპეტენციის ფარგლებში აცნობებს გენერალური ინსპექცია.“. 3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სპეციალური წოდებების მინიჭების თანმიმდევრობა 1. სპეციალური წოდებების მინიჭება წარმოებს თანმიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით, გარდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის პირველადი საშუალო სპეციალური წოდების მინიჭების შემთხვევისა, რის შესახებაც აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსი, შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით (რომელშიც მიეთითება ინფორმაცია მოსამსახურის შეფასების შედეგების, მისი დამსახურების, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების ან/და სხვა მიღწევების თაობაზე) მიმართავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს. 2. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით, სპეციალური წოდებით სამსახურის ვადის გასვლისა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში. 3. მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები განისაზღვრება ამ დებულებით (№1 და №2 დანართები).“. 4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება: ა) შეფასების შედეგების მიხედვით; ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის; გ) კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, წახალისების წესით.“. 5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციული უზრუნველყოფა 1. ნომენკლატურის ფარგლებში სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, ასევე, სპეციალური წოდებების თანამიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი და აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახური. 2. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს მოსამსახურეთათვის უფროსი სპეციალური წოდების მისანიჭებლად შესაბამისი წარდგინების იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის გაგზავნას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახური, წოდების მინიჭების ვადის დადგომამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.“. 7. დებულების №1 დანართის მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე), გენერალური ინსპექციის სამმართველოს (გარდა სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოსი) უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – იუსტიციის უფროსი მრჩეველი. 4. სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), გენერალური ინსპექციის შესაბამისი სამმართველოს უფროსი გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი – იუსტიციის მრჩეველი. 5. მინისტრის თანაშემწე, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწე, უფროსი სპეციალისტი (მათ შორის, გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი და შიდა აუდიტორი) – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.“. 8. დებულების №3 დანართი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები