ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016383
28
23/10/2020
ვებგვერდი, 26/10/2020
010250020.35.139.016383
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2020 წლის 23 ოქტომბრი

ქ. ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, თანახმად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, 010250020.35.139.016291, 30/04/2018 წელი) და

1. დანართის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„გ) დაბა ბაკურიანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – დაბა ბაკურიანი, სოფლები: პატარა მიტარბი, დიდი მიტარბი, ანდეზიტი, თორი, საკოჭავი);

დ) დაბა წაღვერის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – დაბა წაღვერი, სოფლები: მზეთამზე,  ტიმოთესუბანი, დაბა, ოდეთი, ღინტური, გუჯარეთი, წითელსოფელი, ვარდევანი, ღვთისმშობელი, მაჭარწყალი, გვერდისუბანი, წინუბანი);“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი