„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/10/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 16/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016375
15
23/10/2020
ვებგვერდი, 26/10/2020
010250050.35.125.016375
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2020 წლის 23 ოქტომბერი

ქ. ტყიბული

 

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2018 წლის 26 იანვრის №15 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 02/02/2018 წელი; 010250050.35.125.016281) დამტკიცებულ დანართი 1-ში და დაემატოს შემდეგი შინაარსის

„თავი VII

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას

მუხლი 27. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1.ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

1) სახელი;

2) გვარი;

3) პირადი ნომერი;

4) დაბადების თარიღი

5) სქესი;

6) მოქალაქეობა;

7) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;

8) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;

9) ფოტოსურათი.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე