სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ

სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 644
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.022364
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
644
22/10/2020
ვებგვერდი, 23/10/2020
040030000.10.003.022364
სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/10/2020 - 24/12/2025)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №644

2020 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ

მუხლი 1
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაფუძნდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).

2. ცენტრი განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის (დეპარტამენტი) უფლებამონაცვლედ.

3. ცენტრის უფლებამოსილება განისაზღვრება ცენტრის წესდებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

4. ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

5.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა:

ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ცენტრისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა და სხვა ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ნოემბრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია