დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 643 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.10.003.022363 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 31/07/2015, 130000000.10.003.018771) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 61. სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან: ა) საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო; ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი.“. 3. მე-7 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
1. სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემამდე/მიღებამდე ან/და შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოწესრიგებამდე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის (შემდგომში – სასწავლო ცენტრი) საქმიანობა რეგულირდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის (დეპარტამენტი) საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
2. სასწავლო ცენტრსა და მის მოსამსახურეებზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები შეიძლება, გავრცელდეს სასწავლო ცენტრის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების თავისებურებათა გათვალისწინებით. 3. სასწავლო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებამდე სასწავლო ცენტრის შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისათვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყოს იგი საჭირო, უწყვეტი და სხვა მომსახურებებით (მათ შორის, საწვავის მიწოდებით, კომუნალური მომსახურებით, დასუფთავების მომსახურებით, მოსამსახურეთა ჯანმრთელობის დაზღვევით და სხვა მომსახურებით), სამსახურის მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ნოემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები