„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 639
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.022359
639
22/10/2020
ვებგვერდი, 23/10/2020
040030000.10.003.022359
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №639

2020 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე‑20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 040030000.10.003.016666) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური და სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის  ამ  დანართის  პირველი  პუნქტით  განსაზღვრული  ნუსხის მე-7 პუნქტის „დ“, „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა განხორციელდეს 10 დღის ვადაში. ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნუსხის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცნობების მომზადება-გაცემისათვის ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურების საფასურია 10 ლარი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ინფორმაციის არასრულად მიწოდებისას, ეროვნული არქივი დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს უსასყიდლოდ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 14 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია