დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „დიდუბის ავტოვაგზალის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."დიდუბის ავტოვაგზალი" |
| მიღების თარიღი | 21/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
განცხადება
სს „დიდუბის ავტოვაგზალის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ |
ს/ს „დიდუბის ავტოვაგზალი (ს/კ 202050699) აცხადებს, რომ 2020 წლის 25 ნოემბერს 12 საათზე ჩატარდება აქციონერთა მორიგი საერთო კრება, მისამართზე: ქ. თბილისი, კარალეთის 4.
დღის წესრიგი: 1. სააქციო საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა და წესდების ახალი რედაქციის მიღება. 2. წესდების ახალი რედაქციის შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა; 3. სააქციო საზოგადოების განვითარების ფონდის შექმნა. 4. საზოგადოების საშტატო განრიგის და სახელფასო განაკვეთების დამტკიცება. 5. სხვადასხვა. ახალი წესდების პროექტი ინახება სააქციო საზოგადოების ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კარალეთის N4. ასევე, შესაძლებელია აქციონერები გაეცნონ წესდების ახალი რედაქციის ელექტრონულ ვერსიას ელექტრონული ფოსტით (didubestation@gmail.com) გამოთხოვის გზით. აქციონერებს შეუძლიათ წარმოადგინონ წინადადებები 2020 წლის 10 ნოემბრამდე. დღის წესრიგთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებები მიიღონ საზოგადოების ადმინისტრაციაში. ის სკითხები, რომლებიც წერილობით იქნება დაყენებული 2020 წლის 10 ნოემბრამდე, შეტანილი იქნება დღის წესრიგში და განხილული იქნება კრების მიერ. დირექტორი ნესტორ მიქატაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები