დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ტრანსფორმატორი და ელექტროხელსაწყოს“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს"ტრანსფორმატორი და ელექტროხელსაწყო" |
| მიღების თარიღი | 21/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
2020 წლის 16 ნოემბერს დღის 13.00 საათზე, გაიმართება სს „ტრანსფორმატორი და ელექტროხელსაწყოს“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით:
1. სს „ტრანსფორმატორი და ელექტროხელსაწყოს“ მიერ აქციათა გამოსყიდვის უფლების საზოგადოების დირექტორისათვის მინიჭების შესახებ; 2. სს „ტრანსფორმატორი და ელექტროხელსაწყოს“ მიერ გამოსყიდული სახაზინო აქციების გაუქმებისა და საწესდებო კაპიტალის შემცირების შესახებ; 3. სს „ტრანსფორმატორი და ელექტროხელსაწყოს“ ახალი წესდების დამტკიცება;
კრება ტარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის 188. აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს 12.00 საათიდან. კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილი იყო 2020 წლის 16 ოქტომბერი. 2020 წლის 29 აგვისტოს და 08 ოქტომბერს მოწვეული აქციონერთა კრებები, ამავე დღის წესრიგით, არ ჩატარდა ქვორუმის არარსებობის გამო. კრებაში მონაწილეობის უფლებისა და მათ განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის დადგენის შესახებ აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორს“ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის 74 ა, დამატებითი ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ შემდეგ ტელეფონზე 599-94-96-00
სამეთვალყურეო საბჭო
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები