დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01/94 |
| დოკუმენტის მიმღები | კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 06/12/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67(74), 14/12/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 180.012.003.978 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.978
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №01/94
1999 წლის 6 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №68 ბრძანებით დამტკიცებული, „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დებულების“ მე-17 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დადგენილ და გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში შემდეგი ნიმუშის საქართველოს საფოსტო მარკები:
ა) 1999 წ. 7 დეკემბრიდან, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტების მე-10 წლისთავი – 2 მარკა; ავტორი – პ. ნაცვლიშვილი; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ქაღალდი 102- გრამიანი გუმირებული; თითოეული მარკის ტირაჟი – 50 ათასი ცალი; მარკების რაოდენობა ფურცელში 20(5X4).
მარკა №227 მარკა №228
ნომინალი 20 თეთრი ნომინალი 50 თეთრი
ბ) 1999 წლის მარკები 8 დეკემბრიდან, მსოფლიო საფოსტო კავშირის 125-ე წლისთავი – 2 მარკა; ავტორი – პ. ნაცვლიშვილი; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ქაღალდი 102- გრამიანი გუმირებული; თითოეული მარკის ტირაჟი – 50 ათასი ცალი; მარკების რაოდენობა ფურცელში – 15 (5X3).
მარკა №229 მარკა №230
ნომინალი 20 თეთრი ნომინალი 80 თეთრი
გ) 1999 წლის 9 დეკემბრიდან, საქართველო – ევროსაბჭოს წევრი – 2 მარკა; ავტორი – პ. ნაცვლიშვილი; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ქაღალდი 102-გრამიანი გუმირებული; თითეული მარკის ტირაჟი – 100 ათასი ცალი; მარკების რაოდენობა ფურცელში – 18 (3X6).
მარკა №231 მარკა №232
ნომინალი 50 თეთრი ნომინალი 80 თეთრი
დ) 1999 წლის 10 დეკემბრიდან, ქუთაისის საავტომობილო ქარხანა – 1 ბლოკი და 4 მარკა; ავტორი – გ. ცხოვრებაძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ქაღალდი 102-გრამიანი გუმირებული; თითოეული მარკისა და ბლოკის ტირაჟი – 50 ათასი ცალი; მარკების რაოდენობა ფურცელში – 16 (4X4).
ბლოკი №19
ნომინალი 100 თეთრი
მარკა №233 მარკა № 234
ნომინალი 20 თეთრი ნომინალი 40 თეთრი
მარკა №235 მარკა №236
ნომინალი 50 თეთრი ნომინალი 80 თეთრი
ე) 1999 წლის 13 დეკემბრიდან, პეპლები – 4 მარკა; ავტორი – ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ქაღალდი 102-გრამიანი გუმირებული; თითოეული მარკისა და ბლოკის ტირაჟი – 50 ათასი ცალი; მარკების რაოდენობა ფურცელში 20(5X4).
მარკა №237 მარკა №238
ნომინალი 10 თეთრი ნომინალი 20 თეთრი
მარკა №239 მარკა № 240
ნომინალი 50 თეთრი ნომინალი 80 თეთრი
ვ) 1999 წლის 14 დეკემბრიდან, სვანეთი – 1 ბლოკი; ავტორი – პ. ნაცვლიშვილი; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ქაღალდი 102-გრამიანი გუმირებული; ტირაჟი – 30 ათასი ცალი.
ბლოკი N 20
ნომინალი 100 თეთრი
ზ. გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში 1997 წლის 2 ივნისს გამოცემული საფოსტო მარკების –ძაღლების მცირე ფურცელი 6 მარკით; ტირაჟი – 6 ათასი ფურცელი.
ს. ესაკია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები