დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 22/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 04/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.41.046.016012 |
|
„საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის №31 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www. matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 30/12/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010340000.41.046.016009) დამტკიცებულ საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სსიპ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში „სააგენტო“) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სააგენტოში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს.“. 2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, სააგენტო იტოვებს უფლებას, განახორციელოს მოთხოვნილი ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერა.“. 3. მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დაინტერესებულმა პირმა, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიღების მიზნით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა გააგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე (info-gca@competition.ge). 7. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და ელექტრონული ფოსტის მისამართს; იურიდიული პირის შემთხვევაში: საწარმოს/ორგანიზაციის დასახელებას, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და ხელმძღვანელი პირის სახელს და გვარს. ბ) მოთხოვნას.“. 4. მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების რეგისტრაციას, რის შესახებაც არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ეცნობება განმცხადებელს და მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ეგზავნება ელექტრონული მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურება, შესაბამისი სარეგისტრაციო ნომრის მითითებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები