დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 ნოემბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 22/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 04/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020090000.41.046.016013 |
|
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 ნოემბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 ნოემბრის №25 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www. matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 26/11/2014; სარეგისტრაციო კოდი: 020090000.41.046.016007) დამტკიცებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს წესი ადგენს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში „სააგენტო“) მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვისა და მათი გამოყენების წესს.“. 2. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ჩამოწერილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები