დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.110.016423 |
|
,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის № 10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის № 10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016151) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 მუხლები: ,,მუხლი 31 საკრებულოს საქმისწარმოება 1. საკრებულოში საქმისწარმოება ხორციელდება საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით. 2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება ,,სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის № 64 დადგენილების შესაბამისად. 3.ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ,,ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა-MSDA“ მეშვეობით. 4.საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით. 5. საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 6.საკრებულოს საქმისწარმოების პროცესში დოკუმენტები მატერიალური სახით შეიძლება მომზადდეს და გაფორმდეს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფების სხდომების ოქმების, ასევე კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილებების და სხვა დოკუმენტების გაფორმებისას. მუხლი 32 ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა 1. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის მიზნით საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს: ა) ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ,,ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა-MSDA“ დანერგვას. ბ) საკრებულოს აპარატის მოხელეთა სწავლებას ელექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამის ეფექტიანი გამოყენების მიზნით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები