„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 65-115
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2020
ძალაში შესვლის თარიღი 24/10/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 21/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 310600000.35.101.016784
65-115
20/10/2020
ვებგვერდი, 20/10/2020
310600000.35.101.016784
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

       ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №65-115

2020 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8-31 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 03/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 310060000.35.101.016389) და:

ა) პირველი მუხლს, პირველი პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი/ფასი დამტკიცდეს 0,8 ლარის ოდენობით (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას – 0,65 ლარის ოდენობით).“;

ბ) პირველი მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (ლოტების მომსახურებაზე) ნებართვების მფლობელებმა შპს „თბილ ლაინმა“ (ს/კ 404392260), შპს „კაპიტალ გრუპმა“ (ს/კ 202353194), შპს „თბილ ქარმა“ (ს/კ 404393241) და შპს „ფაბლიქ ქარმა“ (ს/კ 404392411) მომსახურების გაწევა განახორციელონ ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტებით დადგენილი მგზავრობის ტარიფების/ფასის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 24 ოქტომბრიდან. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე