დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის დღისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 18 სექტემბრის №38/2020 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 46/2020 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
მიღების თარიღი | 19/10/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/10/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016518 |
46/2020
19/10/2020
ვებგვერდი, 20/10/2020
010190020.15.008.016518
„ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის დღისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 18 სექტემბრის №38/2020 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
„ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის დღისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 18 სექტემბრის №38/2020 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის დღისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 18 სექტემბრის №38/2020 დადგენილებას (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 18/09/2020, 010190020.15.008.016510) დაემატოს 41 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41 საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ, საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამ დადგენილების საფუძველზე, დასაქმებული ის დამლაგებლები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.“. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები